საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის საკითხებზე იმსჯელეს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა დღეს სასტუმრო ”ვერე პალასში” ფსიქიატრიული ექსპერტიზის საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსია გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - ირაკლი კობიძემ და ევროკავშირის ”კანონის უზენაესობის მხარდაჭერის” პროექტის მენეჯერმა - ირინა ლორთქიფანიძემ. ღონისძიება გაიმართა ”კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია Human Dynamics ახორციელებს.
დისკუსიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურის უფროსი - დავით მაღრაძე უძღვებოდა. მასთან ერთად საზოგადოებრივმა ადვოკატებმა განიხილეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ისეთი საკითხები, როგორებიცაა შეზღუდული შერაცხადობა, ფსიქიკური დაავადების ხასიათის განსაზღვრა, სასამართლო პროცესზე დასწრებისა და აღქმის უნარი, პირის მიერ საქმის მწარმოებელი ორგანოსათვის სწორი ჩვენების მიცემის შესაძლებლობა, გონებრივი განვითარების განსაზღვრა, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობა, დანაშაულის ჩადენისას ქმედების რეალურად და სრულად გაცნობიერების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ პირს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადება, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას. ასეთ შემთხვევებში ხდება პირის იძულებით დაცვა, რასაც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები უზრუნველყოფენ. გასულ წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმოებაში 9291 საქმე მიიღო. მათგან 12%-ს სწორედ ფსიქიატრიული მკურნალობის იძულებით შეფარდების საქმეები შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში (ქუთაისი, ზესტაფონი), სამეგრელოში (ზუგდიდი, ფოთი), რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.

[იურიდიული დახმარების
სამსახურის საზოგადოებასთან
ურთიერთობების მენეჯერი
გიორგი სელიმაშვილი]
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები
„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ
მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება
ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO
"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“
ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]
ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...
0 Responses to “საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის საკითხებზე იმსჯელეს”: