“უცნობმა” “ფიცი დადო”, რომ 6 მაისი საქართველოში არასოდეს იქნება პოლიციის დღე
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" ოპოზიციის საინფორმაციო მიტინგზე "ფიცი დადო", რომ 6 მაისი საქართველოში არასოდეს იქნება პოლიციის დღე.
მან სწორედ ამ განცხადებით მიმართა შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პოლიციის ქვედანაყოფებსა და სპეცრაზმს.
“ვდებ ფიცს, რომ ეს დღე არასოდეს იქნება პოლიციის დღე. დღეს არის გიორგობა და გილოცავთ ამ დღეს სულით და გულით”, – მიმართა უცნობმა პოლიციის თანამშრომლებს.
მან, ასევე, განაცხადა, რომ აღმოაჩინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისასვლელი პატარა გზა; მოუწოდა მხარდამჭერებს, გაუყვნენ ამ გზას და მივიდნენ შენობასთან.
ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები მცირე თათბირს მართავენ.
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები
„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ
მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება
ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO
"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“
ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]
ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...
0 Responses to ““უცნობმა” “ფიცი დადო”, რომ 6 მაისი საქართველოში არასოდეს იქნება პოლიციის დღე”: