.

"რეგნუმმა" გაიხსენა მოდელირებული "ქრონიკა", სადაც ავისმომასწავებელი ფრაზა გაისმა - პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი თვითმფრინავში აფეთქდაო"

2010 წლის აპრილი მღელვარებითა და მოულოდნელობებით დაიწყო: ჯერ იყო და, ყირგიზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო. ახლა კი საქართველოს მეგობარი პოლონეთის პრეზიდენტისა და მთელი მისი ამალის დაღუპვა შევიტყვეთ. თვითმფრინავი, რომლითაც ლეხ კაჩინსკი და მისი მხლებლები მგზავრობდნენ, 10 აპრილს, სმოლენსკთან ახლოს ჩამოვარდა. თვითმფრინავში 132 მგზავრი იჯდა, სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ცოცხალი არ გადარჩენილა. ამ ტრაგედიამ ქართველ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.

ჩვენ დავუკავშირდით ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს, რომელმაც მომხდარი ფაქტის ირგვლივ თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა: 

 - უპირველეს ყოვლისა, ამ ტრაგედიის გამო გულწრფელად მსურს მივუსამძიმრო პოლონელ ხალხს. რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, ეკიპაჟმა დამოუკიდებლად მიიღო აეროდრომზე დაჯდომის გადაწყვეტილება იმის მიუხედავად, რომ ნისლი იყო. კატასტროფა სწორედ მეოთხე დაჯდომის მცდელობისას მოხდა. ცნობილია ისიც, რომ თვითმფრინავს კუდი მოსძვრა, როცა ხის კენწეროს წამოედო. ჯერჯერობით სრული დაბნეულობაა და სანამ "შავ ყუთს" საფუძვლიანდ არ შეისწავლიან, კონკრეტული დასკვნების გამოტანა რთულია.

- გაჩნდა ეჭვი, რომ ეს კატასტროფა რუსული სპეცსამასახურების მიერ იყო დაგეგმილი.

- ეჭვების საფუძველზე ვარაუდების გამოთქმა სიკეთეს ნამდვილად არ მოგვიტანს. ჯერ უნდა დადგინდეს, რომ გაფრთხილება უამინდობის შესახებ ნამდვილად არსებობდა. ძნელი სათქმელია, კატასტროფის მიზეზი პილოტთა თავნებობა იყო, თუ რაიმე სხვა წინაღობა. სხვათა შორის, სააგენტო "რეგნუმმა" ტრაგედიის შემდეგ გაიხსენა მოდელირებული "ქრონიკა", სადაც ავისმომასწავებელი ფრაზა გაისმა - პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი თვითმფრინავში აფეთქდა, როცა ის საქართველოს დასახმარებლად მოდიოდაო. დღეს ძნელია იმის დასაბუთება, რომ ვინმე იყო დაინტერესებული ასეთი ტრაგიკული შედეგით, თუმცა, მიზეზი, რომლის გამოც პოლონეთის პრეზიდენტი მიფრინავდა მოსკოვში, იყო დიდი უთანხმოების საგანი რუსეთსა და პოლონეთს შორის. ეს გახლავთ კატინის თემა. მოგეხსენებათ, 70 წლის წინ მრავალი ათეული პოლონელი მოკლეს საბჭოთა არმიისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა. ამ ფაქტს დღემდე არ აღიარებს რუსეთი. სწორედ დღეს, პუტინს უნდა გაეზიარებინა პასუხისმგებლობა იმ ბარბაროსობაზე, რაც სტალინმა ომის დროს ჩაიდინა. თუმცა, ეს არ არის სამხილი იმისათვის, რომ მომხდარ ტრაგედიაში რომელიღაც ბოროტი ძალა დავადანაშაულოთ.

- ბატონო სოსო, ჯერ იყო ყირგიზეთი, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა, ახლა კი ლეხ კაჩინსკი და მისი თანამოაზრეები... ხომ არ არის ეს ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი?

- ნებისმიერი მოვლენის დაკავშირება შეიძლება ერთმანეთთან. ყირგიზეთში მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც ჩანს, სწორედ რუსეთისთვის იქნება მომგებიანი, მაგრამ მერწმუნეთ, ყირგიზეთის შედარება პოლონეთთან და მათ შორის რაიმე პარალელების ძებნა სრულიად უპერსპექტივო საქმეა, რადგან პოლონელ ხალხს დიდი ხანია არჩეული აქვს თავისი გზა. ეს ის ხალხი არ გახლავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის ბედს ვინმეს გადააბარებს. მსოფლიო ჰეგემონიის სურვილი ნამდვილად არსებობს რუსეთის ხელისუფლებაში, მაგრამ მხოლოდ კრემლი არ ქმნის პლანეტის ისტორიას. მას დღეს არავინ მისცემს უფლებას, რომ მსოფლიო თავის სურვილზე ატაროს. რუსეთს მართებს უფრო მეტი ყურადღება უპირველესად საკუთარი ქვეყნის მიმართ გამოიჩინოს, სადაც უკვე აშკარაა დაპირისპირება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.

- თქვენი აზრით, პოლონეთი კვლავ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს?


- მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არჩეულ კურსზე უარის თქმის უფლება პოლონეთს ისევე არა აქვს, როგორც საქართველოს.

- საინტერესოა, რა ელის ამ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას?

- თუ ისევ ფსევდორეალობისა და მოდელირებული ცხოვრების იმედად დავრჩებით, მაშინ რა თქმა უნდა, ყირგიზული ვარიანტი უფრო მოსალოდნელია საქართველოში, ვიდრე პოლონური. რაც შეეხება პოლონეთს, ჩვენ მალე გავხდებით მოწმენი, თუ როგორ ამოუდგება მას მხარში მთელი დასავლეთი. ვაშინგტონი და ბრიუსელი ყველანაირად ეცდებიან, რომ პოლონელებს ამ ტრაგიკულ დღეებში დაცულობისა და ოპტიმიზმის შეგრძნება არ დაეკარგოთ.

- იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერას ჩვენც შევინარჩუნებთ და საქართველო მარტო არ დარჩება?

- საქართველოს გააჩნია უნიკალური ნიჭი, რომ დარჩეს მარტო, როცა ყველა მზად არის მას მეგობრობის ხელი გაუწოდოს. თუ ამ ნიჭზე უარს ვიტყვით და ვეცდებით დავრჩეთ ცივილიზებულ ურთიერთობათა წრეში, მაშინ საქართველო ვერ იგრძნობს სიმარტოვეს და რუსული საფრთხეც აღარ დაემუქრება. ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.  – ვკითხულობთ გაზეთ "კვირის პალიტრას" ინტერნეტ გვერდზე.


ხათუნა ჩიგოგიძე

0 Responses to “"რეგნუმმა" გაიხსენა მოდელირებული "ქრონიკა", სადაც ავისმომასწავებელი ფრაზა გაისმა - პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი თვითმფრინავში აფეთქდაო"”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით