.

ამ წერილით მინდა ხმა მივაწვდინო საქართველოს საპატრიარქოს

ძვირფასო მკითხველებო, წერილი რომელსაც ახლა გთავაზობთ ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩვენი რედაქციის აბაშის ფილიალში მიიტანა. ჩვენი მედიასაშუალება თქვენს წერილებს ყოველთვის დიდი პატივით აქვეყნებს. მოგეხსენებათ, რომ ჟურნალში დაბეჭდილ თითოეულ კორესპონდენციაში ბალანსი მთელი სიზუსტით არის დაცული, მაგრამ ავტორთა შეცდომებზე „ღია ბოქლომი“ პასუხისმგებელი არ არის.

ამ წერილით მინდა საზოგადოებამ დაინახოს რამდენი სულით მდაბალი ადამიანია მღვდლის კალთას ამოფარებული და რამდენი უზნეო პიროვნებაა სკოლის პედაგოგი. მოგითხრობთ ოთხი შვილის დედა ინდირა თოფურიაზე, რომელსაც მღვდლის ცოლი ჰქვია და მორწმუნეთა თვალში ავტორიტეტით სარგებლობს.

ვცხოვრობ დასავლეთის ერთ პატარა სოფელში. სამი წელია რაც ოჯახი დამენგრა და მას შემდეგ მარტო ვზრდი შვილს. ჩემი გოგონა ახლა მე-6 კლასშია და მას დღემდე აქვს ურთიერთობა მამის ოჯახთან. ყოველ შაბათ-კვირას ბავშვი მამასთან რჩება, მთელი ზაფხული ბებიასთან და ბაბუასთან გაატარა. მას არ ჰყავს და-ძმა და ამიტომ ხშირად თამაშობდა მეზობლის ბავშვებთან, რომლებიც ოთხი დედმამისშვილნი არიან, ამავე დროს ისინი მღვდლის და პედაგოგის შვილებიც გახლავთ. როგორც ბავშვებში ხდება ხოლმე, ისე ჩვენს ბავშვებს კამათიც მოსდიოდათ, მაგრამ ეს ამ ასაკში რა გასაკვირია. ერთმა შემთხვევამ კი ყველაფერი შეცვალა, როდესაც კინკლაობის დროს მეზობლის ბავშვებმა ჩემი შვილი შეურაცხყვეს და მიახალეს: გათახსირებული დედის შვილი ხარო.

როდესაც მე ამის შესახებ შევიტყვე დავურეკე იმ მეზობლის ბავშვს, რომელის მე-9 კლასშია. ვესაუბრე რაც შემეძლო თბილად. ავუხსენი, ჩემს შვილს და-ძმა არ ჰყავს, თქვენს იქით ვეღარ იხედება და ასე სასტიკად ნუ ატკენთ გულს-მეთქი. ზედმეტი სიტყვები მისთვის არ მითქვამს.

სურვილი მქონდა ის ბავშვი პირადად მენახა, მაგრამ შეგნებულად არ ვეძებდი. როცა შევხვდებოდი მაშინ შეურაცხოფის გარეშე ავუხსნიდი ყველაფერს. მინდოდა მკაცრი ტონით მიმეცა შენიშვნაც. რამოდენიმე დღეში ვნახე ეს ბავშვიც და შენიშვნის დროს მის მშობელს საშინელი რეაქცია შევატყვე. იმის მაგივრად, რომ ბავშვები დაეტუქსა, სკოლის შენობაში საზიზღარი სიტყვებით შემამკო და დირექტორის თანდასწრებით, ქუჩის ქალიდან დაწყებული ტუტუცი და მატყუარა მეძახა. ამას ჩემი შვილიც ესწრებოდა. ვცდილობდი თავი შემეკავებინა, მაგრამ ერთმა წინადადებამ კონტროლი დამაკარგვინა: „შენ რომ ბავშვი გააშვილე მაშინ შეურყიე შვილს ფსიქიკაო“.

ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მე შვილი არ გამიშვილებია. ბავშვი არასრულფასოვანი და ტვინის მძიმე შეშუპებით დაიბადა და მე ის არც მინახავს, თვით ექიმების რჩევაც ეს იყო და ბავშვი საავადმყოფოში დავტოვე. ეს მოხდა 2001 წლის 10 ოქტომბერს. ყველაზე მტკივნეული რაც შეიძლებოდა ჩემთვის ყოფილიყო ამ საკითხის წამოძახება იყო.

ამის შემდეგ ინდირა თოფურია დედაა?! მას ჰქვია ოთხი შვილის დედა?! პედაგოგია და მღვდლის ცოლი?! რატომ ეპატიება ყველაფერი, იმიტომ, რომ მღვდლის ცოლია? მე ხომ არავისთვის არაფერი დამიშავებია. წვალებით ვზდი ერთადერთ შვილს. ჩემი პრობლემებით არავის ვაწუხებ. მარტოხელა დედა ოცდამეერთე საუკუნეში დაუცველი აღმოვჩნდი. ადამიანებო, ნუთუ ამას ვერც განათლების სამინისტრო ხედავს, როგორი მასწავლებელი შედის კლასში მოსწავლის აღსაზრდელად და თან როგორ პრესტიჟულ სკოლაში, მაგრამ რას ვიზამთ, ის ხომ მღვდლის ცოლია და ყველაფერი ეპატიება.

ჩემი შვილის თვალებში უნდობლობა ამოვიკითხე. სიცოცხლით სავსე ბავშვმა ერთ დღეში დაკარგა ხალისი, სევდიანი და მარტოსული გახდა. ურთიერთობა გაგვირთულდა. როდესაც ვკითხე შვილო ასე ცივად რატომ მექცევიმეთქი, მიპასუხა: „მე, სული, ყველამ მატკინაო". მოძღვართან წასვლა შევთავაზე და პასუხმა გამაოცა. ეს ერთი ციდა ბავშვი უცებ დაბრძენდა და დიდი ხანდაზმული ქალივით, მიპასუხა „დედა, შენ გჯერა მღვდლის და მისი ოჯახის? მათ ბავშვობა დამინგრიეს და სული დამიჩაგრეს“. ამ წერილით მინდა ხმა მივაწვდინო საქართველოს საპატრიარქოს, ერის სულიერო მამებო, თქვენს გვერდით სულით მდაბიო და გარყვნილი ადამიანები ღვთის კალთას ამოფარებულნი არიან და ყველაფერს კადრულობენ, მოზარდებს ადრეულ ასაკში სულს უმახინჯებენ. ასეთი ადამიანები ვერ იქნებიან მომავალი თაობის აღმზრდელები. ამავე დროს მინდა ბოდიში მოვუხადო სკოლის დირექტორს, რომელიც ამ საშინელების მომსწრე გახდა. მე მისი აღზრდილი ვარ და ახლა მას ჩემი შვილი აბარია. უმსგავსო ადამიანებს კი ვკითხავ: „ღვთის რისხვის არ გეშინიათ?“


[ეკა ხორავა]

ფსიქოლოგის რჩევა

[მარინა კვიკვინია]: ჩემო ძვირფასო ქალბატონო, წავიკითხე წერილი და თქვენი ტკივილი მეც მეტკინა. სამწუხაროა, რომ პირველ რიგში მოძღვარს არ მიმართეთ. მაშინ ხომ ყველა უსიამოვნებას ასცდებოდით. ჩემო კარგო, თქვენ წერთ ბავშვების კამათში უწინ არასოდეს ჩავრეულვარო, ჩანს შეგნებული ქალბატონი ბრძანდებით და მოგეხსენებათ: მღვდლის ცოლობა ან პრეზიდენტის ცოლობა არც სტატუსია და არც თანამდებობა. ცოლი თავისთავად დამოუკიდებელი, ზრდასრული ადამიანია და არა ძნელად აღსაზრდელი ბავშვი. უმორჩილესად გთხოვთ, ცხელ გულზე, მრისხანებაში ჩავარდნილი ქალის გამო საპატრიარქოს ნუ შეაწუხებთ, მრისხანებაში ჩავარდნილები ხომ ისედაც მრავალს სცოდავენ. იქნებ მე შემიძლია თქვენი დახმარება. რა თქმა უნდა უსასყიდლოდ.

ჩემი მისამართია: ქ. ზუგდიდი. რუსთაველის #47. მარინა კვიკვინია. 858-26-81-82.

[„ღია ბოქლომი“ # 10 (14)]


0 Responses to “ამ წერილით მინდა ხმა მივაწვდინო საქართველოს საპატრიარქოს”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით