.

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება
[16:12 13-08-2010]
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულად ჩათვალა განსასჯელთა ბრალეულობა. სასამართლომ მოისმინა დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ფაქტი. აჩვენეს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევასა და ფიზიკურ ძალადობას, თუმცა განაცხადეს, რომ პრეტენზია განსასჯელთა მიმართ არ გააჩნიათ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი ზემოხსენებულ ქმედებაში მათი მონაწილეობის შესახებ.

მოწმე ხ.შ.-მ დეტალურად აღწერა ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენები, მან კუთვნილი მობილური ტელეფონით გადაიღო და გამოძიებას წარუდგინა ამ მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რაც უდავოდ ადასტურებს განსასჯელთა მხრიდან ხულიგნობისა და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ჩადენას. განსასჯელებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე მიუთითეს მოწმეებმა, ბ.-მ, რ.-მ, მ.-მ და სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა 30-ზე მეტმა პირმა. ტელეკომპანიაში დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა დაცვის მოწმემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნ.დ.-მ. განსასჯელები ასევე ამოიცნეს მოწმეებმა და მათი ქმედებები ასახულია ტელეკომპანიებიდან, `მაესტროსა~ და "კავკასიიდან" ამოღებულ ვიდეომასალაში.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ქმედება, რომელიც ჩადენილია დასახელებულ განსასჯელთა მიერ, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო და დასჯად ქმედებას და მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ, პირად ან სხვა სახის შეხედულებებთან. აღნიშნული ქმედება დასჯადია სისხლის სამართლის წესით, მიუხედავად იმისა შეურიგდა თუ არა განსასჯელებს დაზარალებული, ან რელიგიური თუ სხვაგვარი მოსაზრებებით არ ითხოვს დამნაშავის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას.

დავით შალამბერიძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, ზვიად ბლიაძეს, ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძესა და ჯაბა გურჩიანს მსჯავრი დაედოთ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ხულიგნობასა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანანოდ ხელის შეშლაში.

2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაში", გადაცემა "ბარიერის" მსვლელეობისას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ადმინისტრაციის, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლები, განსასჯელებმა უკანონოდ, მუქარითა და ძალადობით, ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს პროფესიულ საქიანობაში, აიძულეს შეეწყვიტა მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ პირებს.

მხარეებს აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლიათ.
IPN

0 Responses to “ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით