.

პოლიციელის დასჯის მოთხოვნით ელგუჯა ახალაიას ცხედრის ამოთხრა იგეგმება...

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში მომხდარი მკვლელობა კვლავ გაუხსნელია. 2009 წლის აპრილში პოლიციის უმცროსმა ინსპექტორმა დათო სიჭინავამ 29 წლის ელგუჯა ახალაია წამებით მოკლა.

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 18:16 13-08-2010]
დათო სიჭინავამ ელგუჯა ახალაია ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მდინარე ხობისწყალში დაახრჩო. მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიცია საქმის გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს, რადგან დანაშაულში ეჭვმიტანილ თანამშრომელს აფარებს ხელს.

მოკლეული ელგუჯა ახალაიას ოჯახის წევრებმა გუშინ სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურასთან ხალხმრავალი აქცია გამართეს. ისინი საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრებთან ერთად საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

ეს რიგით მეორე აქციაა, რომელიც ახალაიებმა და მათმა ახლობლებმა გამართეს. გასულ თვეში ჩხოროწყუს რაიონულ პოლიციასთან შეკრებილი მოქალაქეები იგივე მოთხოვნებით პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებდნენ.

ჭირისუფალთან შეხვედრა არავინ ისურვა. ამიტომ ელგუჯა ახალაიას ოჯახმა გადაწყვიტა მიემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის.

მოკლულის მეუღლემ, ნატო კემულარიამ, გვითხრა, რომ აპირებს მეუღლის ცხედარი საფლავიდან ამოიღოს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით ზუგდიდში, სამხარეო პროკურატურასთან, დაასვენოს:

„ამოვთხრით მიცვალებულს. ვიცი, ეს არ არის კარგი საქციელი მაგრამ იმასაც ვერ შევეგუებით, დამნაშავე პოლიციელი თავისუფალი იყოს.

10 თვის წინ მდინარე ხობისწყალთან ჩვენი თანასოფლელების თანდასწრებით პოლიციის თანამშრომელმა, დათო სიჭინავამ, ჩემს ქმარს გაურკვეველი მიზეზით კისრის არეში ჭრილომა მიაყენა. როგორც მოწმეებმა გვითხრეს, ელგუჯამ გონება დაკარგა და თავი რიყის ქვას დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი დათო სიჭინავამ წყალში შეაცურა და იქ მყოფ ბიჭებს სასტიკად აუკრძალა მომხდარზე საუბარი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვიამბეს ყველაფერი. რამდენიმე საათი ვეძებეთ, სანამ ცხედარი მდინარემ გამორიყა. სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით, ჩემი ქმარი წყალში არ დამხრჩვალა, როგორც ამას პოლიცია ამბობს...

ვითხოვთ, დაიკითხოს ლევან კვეკვესკირი, რომლიც ადასტურებს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ რაიონული და სამხარეო პოლიცია რატომღაც საეჭვოდ პასიურობენ...

ვეძებთ სამართალს, გვინდა, დაისაჯოს დამნაშავე. ჩატარდეს ობიექტური გამოძიება.

ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 3 მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა დამაწვა კისერზე. არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე“.

ელგუჯა ახალაიას მამა, გამოძიების კვლავ გაჭიანურების შემთხვევაში, მართლმსაჯულების აღსრულებას საკუთარი ძალებით გეგმავს. იგი ამტკიცებს, რომ დამნაშავემ ზუგდიდში პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლები მოისყიდა.

თამუშა ახალაია: „მაქვს ინფორმაცია, რომ დამნაშავეს მფარველობს საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია. მან ქრთამი აიღო.

მინდა მივიღო პასუხი კიხვაზე, რატომ მოკლეს ჩემი შვილი და რატომ არ დააკავეს დამნაშავე. თუ პოლიცია არ დაასრულებს გამოძიებას, გადავწვავ პოლიციის შენობას და დამნაშავის სახლს. 10 თვეა, წინ და უკან დავდივარ, ნორმალური პასუხი არავინ გამცა. რაიონულ პოლიციიდან სამხარეოში მაგზავნიან, სამხარეოდან კიდევ თბილისში, გენპროკურატურაში. აღარ შემიძლია. უკიდურესი ზომების მიღებისკენ მიბიძგებენ. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სამართალი“.

აქციას საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ. უფლებადამცველებმა ახალაიებს თანადგომა აღუთქვეს და სამართალდამცავ უწყებას გამოძიების შეფერხების მიზეზების დასახელება მოსთხოვეს.

კახა მიქაია: „დაიცავი საქართველო“ ჭირისუფალთან ერთად აპროტესტებს ამ უპრეცედენტო უკანონობის ფაქტს. პოლიციის თანამშრომელმა ადამიანი მოკლა, შემდეგ მდინარეში გადააგდო და ამის გამო ის არათუ დააპატიმრეს, არც კი დაუკითხავთ. თითქმის 1 წელი გავიდა მომხდარიდან, იმ პერიოდში პოლიციის უფროსი იყო გია ლემონჯავა, რომელიც არის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, ახლო ნათესავი. როგორც ხედავთ, ახალაიების კლანი მთელ სამეგრელოში თარეშობს, რაც მოესურვება, იმას აკეთებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოკლეს, მდინარეში გადააგდეს და ამაზე პასუხი არავინ აგო... საქმეც კი არ აღძრეს. როლანდ ახალაიას კლანს შეუძლია ხალხი დახოცოს და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს. მე არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება. ფაქტია, რომ ამ მკვლელობის შემდეგ ლემონჯავა დააწინაურეს და საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნეს.

მაქვს იმედი, რომ სამეგრელო მალე ამოიღებს ხმას და საკადრის პასუხს გასცემს მკვლელთა დაჯგუფებას“.

ზუგდიდის ცენტრში გამოსული მოსახლეობა აქციების გაგრძელებით იმუქრება, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შემდეგ პროტესტის გამოხატვას დედაქალაქში, მთავრობის სასახლესთან, გეგმავენ.

"ახალი 7 დღე"

0 Responses to “პოლიციელის დასჯის მოთხოვნით ელგუჯა ახალაიას ცხედრის ამოთხრა იგეგმება...”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით