.

კოკოითი შეშინებულია

[presa.ge]კოკოითის მარიონეტული ხელისუფლება მოსახლეობას ცეცხლსასროლი იარაღის დროულად ჩაბარებისკენ მოუწოდებს. თუმცა ადგილობრივი სამართალდამცავები არანაირ ვადებს არ ელოდებინ და ფართომასშტაბიანი ძალისმიერი გზით ახორციელებენ ავტომატური იარაღის ამოღებას. ოპოზიციის განცხადებით, კოკოითის კლანი უახლოეს დღეებში დაგეგმილი საპროტესტო მიტინგების დროს გამწარებული ადამიანების რისხვას უფრთხის. ცხინვალის რეჟიმს ეშინია იმ ადამიანების, რომლებსაც იარაღი აქვთ და შეუძლიათ იგი კოკოითის წინააღმდეგ გამოიყენონ.

„სამხრეთ ოსეთის სამართალდამავი ორგანოები ადგილობრივ მოსახლეობას ავტომატური იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნული მოწოდება ცხინვალის ტელევიზიის საშუალებით გაავრცელეს. როგორც მათ განმარტეს, „ამის გაკეთება უსაფრთხოების მიზნებისთვის არის საჭირო“. მოსახლეობამ უნდა ჩააბაროს ის ავტომატური იარაღი, რომელიც მათ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტებიდან შემორჩათ.

როგორ ცხინვალის მარიონეტული მმართველნი ამტკიცებენ, ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ ფატიმა მარგიევასთან დაკავშირებული შემთხვევის გამეორება, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაში არის ბრალდებული. ხელისუფალნი მოსახლეობას დაჟინებით მოუწოდებენ, რომ ეს ნაბიჯი საკუთარი ნებით გადადგან. თუმცა ინტერნეტ-პორტალ „ვპერიოდ ოსეტიას“ მონაცემებით, სამართალდამცავი ორგანოები სამხრეთ ოსეთში არანაირ ვადებს არ ელოდებიან და არარეგისტრირებული ავტომატური იარაღის ფართომასშტაბიან იძულებით ამოღებას ახორციელებენ.

ადგილობრივი ჟურნალისტების მონაცემებით, ცხინვალში და სხვა დასახლებულ პუნქტებში იარაღის დამალვის ფაქტებზე ადამიანები არიან დაკავებულნი.

ოპოზიციური ’სახალხო პარტიის ლიდერი როლან ქელეხსაევი თვლის, რომ ეს ზომები იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფალნი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ადამიანების რისხვას უფრთხიან:

„პირველ რიგში ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კოკოითის რეჟიმს ეშინია, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც ხელში იარაღი აქვთ, შეუძლიათ იგი მისი რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენონ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი ზომების გამოყენების, როდესაც ძალადობრივად ხდება იარაღის ამოღება, მითუმეტეს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე სამშობლოს იცავდნენ. ეუთო ან ევროკავშირი აღნიშნული იარაღის ჩაბარებისთვის განსაზღვრულ ფულად კომპენსაციას სთავაზობდა, რაც მოცემული იარაღის საფასურს უტოლდებოდა. თუკი იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარებასთან ეს მიდგომა იქნება გამოყენებული, მაშინ ასეთ ნაბიჯს მივესალმები. მაგრამ არა ისე, რომ სახლებს ჩხრეკენ და იარაღი ამოაქვთ. ძალისმიერი მეთოდებით ეს საქმე არ გამოვა. რადგანაც ძალიან ბევრმა ადამიანმა, ამ იარაღის შესაძენად საკუთარი სახსრები დახარჯა; მანქანებს, სახლებს ყიდდნენ და იარაღს ყიდულობდნენ. მე ეს ჯერ კიდევ პირველი ომიდან ვიცი. ადამიანები საკუთარ თავს ბევრ რამეზე უარს ეუბნებოდნენ და იარაღას იძენდნენ. ვინ ჩააბარებას მას, მითუმეტეს ანაზღაურების გარეშე?“

დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ იარაღის ამოღების კამპანიას, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში შესვლაზე არსებული კონტროლის გამკაცრება დაემთხვა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ სასაზღვრო როკის გვირაბის საშუალებით გადაადგილება ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეიძლებოდა. ამჟამად იქ უკვე საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაჩნდა, მთელი თავისი ატრიბუტებით. ამ ფაქტს ცხინვალელმა უფლებადამცველმა ბესარიონ ასეევმა ყურადღება მიაქცია:

„როკის გვირაბთან აქეთა მხარეს უკვე შეიარაღებული ადამიანები დგანან. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. რესპუბლიკაში ყველა შემოსულს პასპორტებს უმოწმებენ. ეს გაძლიერება სულ რაღაც ერთი კვირის წინ მოხდა. სავარაუდოა, რომ ეს 20 და 21 რიცხვებში ცხინვალში დაგეგმილ მიტინგებთან არის დაკავშირებული“.

„დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ იარაღის ძალით ამოღების და როკის გვირაბით გადაადგილების წესების გამკაცრება, სამხრეთ ოსეთში ოპოზიციური ძალების მზარდ აქტიურობასთან არის დაკავშირებული“, - იუწყება რადიოსადგური „ეხო მოსკვი“.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ცხინვალის ხელისუფალნი მაინც აპირებენ, რომ მოსახლეობას თითო ერთეულ ჩაბარებულ კალაშნიკოვის ავტომატში 300-400 აშშ დოლარის ექვივალენტი გადაუხადონ. გაზეთის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის მანძილზე ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მოსახლეობიდან 100 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, რომელთაგან ზოგიერთი ნებაყოფლობით იქნა ჩაბარებული.

ამოღებული იარაღიდან 15 ერთეული ამერიკული წარმოების M-4 ტიპის ავტომატური იარაღია, რომელიც, გაზეთის ინფორმაციით, რეგიონში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა.

სამხრეთ ოსეთის „ელჩმა“ მოსკოვში დიმიტრი მედოევმა „ნიუ-იორკ-ტაიმსს“ განუცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სამხრეთ ოსეთში ლამის ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება.

რამდენიმე წლის წინ ეუთო ანალოგიური პროგრამის დაწყებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ, - აცხადებს საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მკვლევარი მაგდალენა ფრიჩოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად სიტუაცია შეიცვალა და შესაძლოა რუსეთი გრძნობს, რომ საჭიროა დიდი კონტროლი ამ რეგიონში, სადაც შეიარაღებული დაჯგუფებები თავისუფლად მოქმედებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 მაისს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგის, ოპოზიციური სახალხო პარტიის წევრი ფატიმა მარგიევას სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები და ასაფეთქებელი ნივთიერებები, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნი, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის საზოგადოების წარმომადგენლები ბრალდებულის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. მოთხოვნა, რომ შეწყვეტილიყო ფატიმა მარგიევას სისხლის სამართლებრივი დევნა, 8 მარტს ვლადიკავკაზში გამართულ მიტინგზე ხმამაღლა გაისმა. მანამდე მარგიევას დასაცავად სამხრეთ ოსური პარტია „ირონის“ აქტივისტები თემურ ცხურბათი და გრიგორი ძასოხოვი გამოვიდნენ, რომლებმაც 5 მარტს ცხინვალში პიკეტი მოაწყვეს.

ამჟამად ფატიმა მარგიევას სასამართლო პროცესები გადადებულია იმის გამო, რომ ვლადიკავკაზიდან ადვოკატის ჩამოყვანის პროცედურების ოფიციალური გაფორმება ვერ ხერხდება.


0 Responses to “კოკოითი შეშინებულია”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით