.

დედა პარასკევა: მოუფრთხილდნენ ქართველ ერს

,,მთელი მსოფლიოსთვის გადარჩენის დაფარული საიდუმლოება, ღვთისაგან, მამა გაბრიელის მეოხებით, ქართველი ერისგან მოხდება’’, - ამის შესახებ "პრესა.ჯი"-ს დედა პარასკევამ განუცხადა. არქიმანდრიტი ბერის კანდელის ზეთის მადლით, უამრავი ადამიანი დღესაც იკურნება. როდის მოხდება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და ამ პროცესის დროს განიკურნებიან თუ არა ადამიანები? "პრესა.ჯი" დედა პარასკევას ესაუბრა.

გაზიარება
[თეონა მანაგაძე. 21:20 20-01-2011]
რამდენად ხშირია ისევ მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნება?
– ყოველდღე, უამრავი შემთხვევა ფიქსირდება მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნებისა. ბევრს სურვილებიც უსრულდებათ, რომელიც ადამიანს არ შეეძლო შეესრულებინა. მათ ღმერთის მადლით და მამა გაბრიელის მეოხებით უსრულდებათ ეს სურვილები და რწმუნდებიან, რომ ღმერთს ყოველივე შეუძლია.

რაც შეეხება მამა გაბრიელის საფლავის გახსნას, რატომ უნდა გაიხნას და როდის?
– მამა გაბრიელის საფლავის გახსნა ასე უცებ ალბათ არ მოხდება. ზოგჯერ ღმერთი აჩერებს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ მადლს, რათა ადამიანები სარწმუნოებაში, რომ განელდებიან უცბად მოაბრუნოს რწმენისკენ და დაარწმუნოს ღვთის დიდ წყალობაში. მამა გაბრიელის საფლავიც, მაშინ გაიხსნება, როცა ეს ქართველებს დასჭირდებათ. საქართველოს აქვს განსაკუთრებული საღმრთო მადლი. ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. იოანე ზოსიმეს საიდუმლოება მამა გაბრიელის საფლავის გახსნით გამოვლინდება.

ეს დიდი სასწაულმოქმედება იქნება ქართველი ერისათვის. ადამიანები დაინახავენ, რომ გაიხსნება ის საიდუმლოება, რომელიც დაფარული არის ქართველ ერში. არ შეიძლება საქართველოს შევიწროება, ქართველი ერის ასეთი უგულვებელყოფა, რომ აჭირვონ სხვა ქვეყნებმა. საქართველოს უამრავი მაჭირვებელი ჰყავს, მიუხედავად ამისა ქვეყანა ფეხზე დგას. უამრავი ქვეყანა, რომლებიც უფრო დიდნი არიან, ვიდრე საქართველო საშინელი გასაჭირის ქვეშ არიან. ესეთი განსაცდელებისგან კი საქართველოს ღმერთი იფარავს. მოუფრთხილდნენ ქართველ ერს. მთელი მსოფლიო თუ არ მოუფრთხილდა, საქართველოს ფარული საიდუმლოება, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა განეცხადოს, ამ ერით არ მოხდება. ამიტომაც საქართველოს განსაკუთრებული მისია აკისრია მთელი მსოფლიოს გადარჩენისათვის.

ამას მამა გაბრიელი ამბობდა ხოლმე. აი ეს დაფარული მადლი ზუსტად მაშინ განცხადდება, როცა ეს საჭირო იქნება საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ყველა გადარჩეს ვისაც გადარჩენა უნდა. განსაკუთრებული საიდუმლოება გითხარი. ისეთი, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა გააცნო. გავხსენი იოანე ზოსიმეს საიდუმლოება, არავითარი წელი, ძალიან მალე განცხადდება საიდუმლოება.

ამბობენ, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა რომ მოხდება მონასტერის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ყოველგვარი ავადმყოფობისგან განიკურნებიან...
– არა მარტო მონასტრის გარშემომყოფნი, არამედ საფლავის გახსნის დროს უამრავი კილომეტრების მანძილზე უამრავი სასწაული მოხდება. ასე ხდება წმინდა მამების საფლავების გახსნის დროს. შეიძლება უნდოდეს ადამიანს აქ მოსვლა, თუმცა ვერ მოვიდეს, მაგრამ რწმენით იქაც კი განიკურნება, სადაც იქნება. კიდევ ვიმეორებ, მამა გაბრიელს არ დაუბარებია როდის გაიხსნებოდა საფლავი, მან თქვა, რომ გაიხსნება მისი საფლავი. ეს მოხდება მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად აუცილებელი იქნება. ღვთის განგებულების ქვეშ არის ეს.

მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც წყალდიდობებისა და მიწისძვრების შედეგად ადამიანები იღუპებიან. საქართველოში ბევრი გაჭირვების მიუხედავად იმ ფონზე სიმშვიდეა...
– საქართველოსთვის მამა გაბრიელს ვევედრებით, მამა გაბრიელი კი ევედრება უფალს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა სადიდებლად ღვთისა. მთელმა მსოფლიომ დაინახოს განსაკუთრებული მადლი აქვს საქართველოს, აქედან გამომდინარე მსოფლიოში რაც არ უნდა მიწისძვრები, კატაკლიზმები მოხდეს, აქ არაფერი მოხდება. საქართველო მართლაც ღვთის წილხვედრია. „ვეფხვისტყაოსანში“ წერია „საქართველო არის ვით მარგალიტი ობოლი ხელი ხელს საგოგმანები“. საქართველოს მიერ უნდა განცხადდეს გადარჩენის საიდუმლოება, დაწერია დღემდე მეორედ მოსვლისა და ეს საიდუმლოება, სადაც არის გაიხსნება. ეს არის იოანე ზოსიმეს დაწერილი, რომ ამათი ენითა იდიდოს ღმერთი, ზუსტად ეს არის საიდუმლოება, რომელიც განცხადდება. ეს მგონი ძალიან მალე მოხდება, მაგრამ საჭიროა ქართველი ერი იყოს რწმენაში.

რაც შეეხება მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვას . . .
– პროცესი სჭირდება ამას, რომ მართმადიდებელი ქართველი ერი სარწმუნოებაში იყოს და მთელმა მსოფლიომ შეიცნოს რა შეუძლია ღმერთს ადამიანების მეოხებით. მამა გაბრიელის მეოხებით, გადარჩეს ყველა ვისაც გადარჩენა სურს. ყველაფერი მოგვარდება და დალაგდება. დამიჯერეთ ეს ძალიან მალე მოხდება.

საქართველოში ადამიანები ძალიან გამტკიცებულები არიან რწმენაში, თუმცა მეტ რწმენას მოითხოვს ღმერთი, რადგან რწმენის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება. მრევლი გამრავლდა, თუმცა მეტი რწმენა სჭირდება.

presa.ge

0 Responses to “დედა პარასკევა: მოუფრთხილდნენ ქართველ ერს”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით