.

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ვინდჰუკის დეკლარაციის მიღების მე-20 წლისთავი, რომელიც აფრიკაში თავისუფალი და პლურალისტური მედიის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული.

[media.ge. 123:44 19-12-2010]
UNESCO-ს განცხადებით, მომავალი წლის 3 მაისს UNESCO -ს მიერ დაწესებული ყოველწლიური გილიერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. დაჯილდოება ვაშინგტონში ნაციონალურ პრეს კლუბში მოხდება. აღნიშნული ჯილდო, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა, ყოველწლიურად გადაეცემა ისეთ პიროვნებას, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვის და/ან წახალისების საქმეში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით იქ, სადაც მუშაობა ძალიან რისკიანია.

გარდა ამისა, აღნიშნავს UNESCO, 1-3 მაისს ვაშინგტონში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ზემოდაღნიშნულ თემას შეეხება, კონფერენციის ორგანიზატორები იქნებიან UNESCO, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები. კონფერენცია ე.წ. "ნიუსეუმში" გაიმართება, ეს არის ერთგვარი მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის ისტორიას და გამოხატვის თავისუფლებას ეძღვნება. დისკუსიები ინტერნეტის მზარდ როლს, ახალი მედიის წარმოშობას და სოციალური ქსელების სწრაფ ზრდას დაეთმობა.

UNESCO-ს განცხადებით, 4 მაისს სპეციალური ღონისძიება გაიმართება გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, რომელიც ვინდჰუკის დეკლარაციის მიღებიდან 20 წლისთავს მიეძღვნება. აღნიშნული დეკლარაცია ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში იქნა მიღებული 1991 წელს, იგი აფრიკული პრესის განვითარებას ეძღვნება, დეკლარაცია დემოკრატიის შენარჩუნების და ეკონომიკური განვითარების საქმეში დამოუკიდებელი პრესის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღე დააწესა.

ეს თარიღი ვინდჰუკშიც იქნება აღნიშნული - გაიმართება რეგიონალური კონფერენცია, რომლის დროსაც აფრიკაში მედიის მომავალი იქნება განხილული. ამ დღეს გამოიცემა წიგნი "ესე იგი, ეს არის მედიის თავისუფლება? 20 წლის შემდეგ ვინდჰუკის დეკლარაციიდან", რომლშიც გაანალიზებულია აფრიკაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

არაბულ ქვეყნებში UNESCO-ს და სატელიტური მაუწყებლის "ალ-ჯაზირას" ორგანიზებით მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.

გარდა ამისა, UNESCO მოუწოდებს ყველას ვინც მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ იმ ჟურნალისტების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ „ჩვენ გვქონოდა ინფორმაციის მიღების უფლება."


0 Responses to “2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით