.

"კავკასუს ონლაინის" განცხადებით, ქართული საიტების გათიშვა, შესაძლებელია, სერვერში არსებულმა შეცდომამ გამოიწვია

ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანიამ "კავკასუს ონლაინმა", ლიდერმა საქართველოს ინტერნეტ-ბაზარზე, 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქართული საიტების გათიშვა, რომელიც 3 ოქტომბერს მოხდა, შესაძლებელია, დაკავშირებული ყოფილიყო კომპანიის სერვერების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში დაფიქსირებულ კრიტიკულ შეცდომასთან (BUG).

[00:59 04-10-2010]
კომპანიის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ამგვარი შეცდომის ნიადაგზე „მესამე პირს შეეძლო სერვერზე განთავსებული მონაცემების ცვლილება, რაც გამოიხატა კავკასუს ონლაინის რამდენიმე მომხმარებლის ვებ გვერდის სახეცვლილებაში, ე.წ. "deface"".

„იმის გამო, რომ კავკასუს ონლაინი რეგულარულად ახორციელებს მომხმარებლების ფაილების რეზერვულ კოპირებას, არც ერთი დაზიანებული ინტერნეტ-გვერდის მასალები არ დაკარგულა. ამჟამად ეტაპობრივად მიმდინარეობს ინტერნეტ-გვერდების აღდგენა სარეზერვო მასალების გამოყენებით", აღნიშნავს "კავკასუს ონლაინი".

კომპანიის ტექნიკური სამსახური უკვე შეუდგა ფაქტის დეტალური შესწავლას და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებას.

„კომპანია საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამისი განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისათვის", წერია პრეს-რელიზში.

3 ოქტომბერს გაითიშა „კავკასუს ნოლაინის" სერვერზე განთავსებული 380-მდე ქართული საიტი, მათ შორის, ჟურნალების „ლიბერალის" (liberali.ge) და „ცხელი შოკოლადის" (shokoladi.ge) საიტები, ასევე ინტერნეტ-გაზეთი „ახალი 7 დღე" (7days.ge), ტელეკომპანია „მზის"(mze.ge) ვებ-გვერდი, ინტერნეტ-გამოზემა droni.ge და საიტი foreignpress.ge. შეტევის ობიექტი გახდა ასევე რამდენიმე ოფიციალური ვებგვერდი, მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი ozurgeti.gov.ge და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საიტი Kvemokartli.gov.ge. გათიშული საიტების პირველ გვერდებზე გამოქვეყნებული იყო ფოტო თურქეთის დროშით და წარწერით Hacked by kabuS.

პროგრამისტების ძალისხმევით ვებ-გვერდების მუშაობა რამდენიმე საათში განახლდა, თუმცა, ზოგი ახლაც გათიშულია. ჟურნალ „ლიბერალის" რედაქციამ შეტევიდან რამდენიმე წუთში პოლიციას მიმართა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ვებ-გევრდების მონაცემთა ბაზები და არქივი ხელუხლებელი იყო. რამდენიმე კვირის წინ ჰაკერებმა ასევე გატეხეს საგამომცემლო სახლ „კვირის პალიტრის" ვებგვერდები, მათ შორის, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის"(ipn.ge) საიტი.

ჟურნალმა "ლიბერალმა" საიტის ჩართვიდან რამდენიმე წუთში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით: „ინფორმაცია დაკარგული ან დაზიანებული არ არის, თუმცა სერვერზე წაშლიალია კიბერ შეტევის კვალი ( ე.წ. დომენის მართვის პანელის სისტემურ დღიურებში აღარ არის ინფორმაცია ვიზიტორების შესახებ).

„ლიბერალის" და „ცხელი შოკოლადის" ვებ-ადმინისტრატორის ვარაუდით, დიდი შანსია, რომ შეტევა განხორციელებულიყო უშუალოდ "კავკასუს ონლიანის" სერვერზე და არა ამ კონკრეტულ საიტებზე.

ჯერ კიდევ უცნობია გატეხილი საიტები ერთ სერვერზე იყო განთავსებული თუ სხვადასხვაზე, თუმცა ყველა მათგანის ჰოსტინგს " კავკასუს ონლინი" უზრუნველყოფს.

4 ოქტომბერს ონლაინ გამოცემამ 7days.ge გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც ვკითხულობთ: „გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო საინფორმაციო აქტივობებზე თავდასხმა თავისუფალი საინფორმაციო სივრცის ხელყოფის მიზნით. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში არ შეგვხმიანებია პროვაიდერი „კავკასუს ონლაინი", რომლის კუთვნილ კიბერსივრცეში მოხდა თავისუფალი გაზეთების სერვერების ხელყოფა. გაზეთი უკავშირდებოდა მათ საინფორმაციო ცენტრს, საიდანაც იძლეოდნენ გამაოგნებელ პასუხს: ადგილზე არ არის არცერთი პასუხისმგებელი პირი. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო „კავკასუსის" მხრიდან თავისი მომხმარებლის წინაშე ეთიკური და ეკონომიკური დანაშაული, უპასუხისმგებლობა, პარტნიორული ხელშეკრულების დარღვევა და პარტნიორის უფლებების შელახვა. მათ ოფისის დახურულ კარს მიღმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაატარეს აღდგენითი სამუშაოები და ისევ ჩვენთვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე „ჰაკერების მიერ გატეხილი" სერვერი აღადგინეს (სრული ტექსტი >>>).

გუშინ მოხდა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ხელყოფა, მოხდა დივერსია. ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ ამის გამო და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, დაადგინონ გუშინ მომხდარი დანაშაულის მონაწილეები, განისაზღვროს „კავკასუსის" წილი მომხდარში".

0 Responses to “"კავკასუს ონლაინის" განცხადებით, ქართული საიტების გათიშვა, შესაძლებელია, სერვერში არსებულმა შეცდომამ გამოიწვია”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით