.

თინა კანდელაკი - წელიწადი მამაკაცის გარეშე

ცნობილმა ტელეწამყვანმა ”ჟარას” ინტერვიუ მისცა.

გაზიარება
[07:41 13-09-2010]
-როცა მოვალე არ ხარ, ქმარს ანგარიში აბარო, სასიამოვნოა, თუ სამწუხარო?
-არასდროს ჩამიბარებია ქმრისთვის ანგარიში, მე და ანდრეის ასეთი ურთიერთობა არ გვქონდა. ასე ვიტყვი - არც უარესია და არც უკეთესი. ეს უბრალოდ სხვანაირი ყოფაა და მე ასეც შემიძლია.

-რას ნიშნავს სხვანაირი ყოფა?
-მაგალითად პასუხისმგებლობა ბავშვების მიმართ. ადრე ის ორ ადამიანზე იყოფოდა, ახლა მხოლოდ ჩემზე. მართალია ანდრეი მეხმარება, მაგრამ ბავშვები ხომ მაინც ჩემთან ცხოვრობენ.

- პოზიტიური მომენტები მარტოობაში არის?
- ერთის მხრივ, კარგია, როცა სრულფასოვანი ოჯახი გყავს მაგრამ მეორეს მხრივ, მე მომწონს, როცა საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი ვარ. ანდრეი ჩემთვის მშობლიური ადამიანია, მაგრამ ის ჩემს მსოფლმხედველობას არ იზიარებდა. კარგია, რომ ამას დროულად მივხვდით. არც მე მიტკენია მისთვის გული, არც - მას.

-რამდენი ხანია მარტო ხარ?
-წელიწადი.

-ამ წლის მანძილზე გამოჩნდა კაცი, რომელთანაც ერთად ცხოვრებას წარმოიდგენდი?
-არავინ, საუკეთესონი დიდი ხანია დაქორწინებულნი არიან.

- არ გინდა ვინმე გიყვარდეს?
- შეიყვარო და ვინმე "შესაფერისი იპოვო" ორი სხვადასხვა რამეა. რეალისტი ვარ და კარგად შემიძლია სიყვარულისა და აუცილებლობის გარჩევა. მინდა მიყვარდეს და ამიტომ არავის ვეძებ. იმისთვის, რომ მიყვარდეს, უამრავი პირობა უნდა იყოს დაცული.

- მაგალითად?
- მამაკაცს ისევე უნდა უყვარდეს ცხოვრება, როგორც მე. ძალიან აქტიური ვარ. ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად, მომთხოვნი - ადამიანის მიმართ, რომელიც გვერდით მყავს. გვიან ვწვები, ადრე ვდგები, ჩემს გვერდით გამოძინება შეუძლებელია. ვერ გავუგებ კაცს, რომელიც ლოგინში გორაობს, როცა მე კარის ზღურბლთან ვდგავარ და სახლიდან გავდივარ. თუ მას არსად ეჩქარება, ეს უკვე ჩემი მამაკაცი არ არის. ის სხვა სამყაროში ცხოვრობს.

-შენს სამყაროში აუცილებლად 8-ზე უნდა დგებოდნენ?
- დიახ, 9-ზე უკვე ფსიქოზი მეწყება.

- ძალიან ბევრ პირობას ხომ არ უყენებ კაცებს?
- ვიცი რას მიიღებს სანაცვლოდ. ძნელია ულამაზო, უმუშევარი, ცუდი მზარეული ცოლის გვერდით ცხოვრება. ლამაზი, წარმატებული და მეოჯახე ქალის გვერდით კი იოლია. ჩემს გვერდით ცხოვრება მშვენიერია.

-ხშირად გყვარებია?
- ცხოვრებაში სამჯერ, 34 წლის ასაკში მოკრძალებული ციფრია.

- რამე საერთო ქონდა სამივე შემთხვევას?
- არა. სამივე ადამიანი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო - საქმიანობით, გარეგნობით მსოფლმხედველობით. და ეს კარგია. თუ ძველი სიყვარულის მსგავს ეძებ, ესე იგი წარსულში ჩარჩი. სამივე ისტორია, მადლობა ღმერთს, აბსოლუტურად დასრულდა.

- ანდრეისთანაც?
- ხო.

- არც გესიზმრება?
- ხანდახან, მე ხომ ცოცხალი ადამიანი ვარ, მაგრამ მთლიანობაში, მე ის გავუშვი.

-"ფორბსმა" შენი შემოსავალი 1,5 მლნ დოლარად შეაფასა. სიმართლესთან ახლოა?
- კოლეგებს არ ეწყინოთ, მაგრამ ინფორმაციას არაკომპეტენტურად აგროვებენ. მისი შეგროვება, პრინციპში, შეუძლებელია. ვერასოდეს დათვლი წამყვანის რეალურ ჰონორარს. რაც ჩემს შემოსავალზე შემიძლია ვთქვა, ის ჩემი შრომის ადექვატურია.

- რა ფუფუნების უფლებას ვერ მისცემდი თავს?
- თვითმფრინავს. სპონტანურად გადაადგილება მიყვარს. ხანდახან ”დისქავერის” ვუყურებ და უცბად იაპონიაში ჩასვლა მომინდება. ახლა კი ამის საორგანიზაციოდ მთელი კვირა მჭირდება.

- შენი სამომავლო ბიზნეს-გეგმა როგორია?
- მინდა შევქმნა კომპანია, რომელიც ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით საუკეთესო იქნება. ჩემთვის ბიზნესი მხოლოდ ფული არ არის. მინდა უფრო სერიოზულ პროცესებზე ვიქონიო გავლენა, ვიყო ინფორმაციის წყარო და არა მხოლოდ მისი მომხმარებელი.

- ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება სახიფათოა. არ გეშინია?
- ჩემო კარგო, მე საქართველოდან ვარ. 18 წლის ასაკში სახლში იატაკზე ვიწექი და თავზე ტყვიები წიოდნენ. მეორე საინფორმაციო არხის სიახლეებს ვკითხულობდი და გვერდით "მხედრიონელები" მესხდნენ. მე შიშზე ავიცერი - ამას ომი ჰქვია. ასე რომ, შიში არ მაქვს, არის წინ სიარულის სურვილი და მათი გაძღოლისა, ვინც გვერდითაა.
heat.ru
ambebi.ge

0 Responses to “თინა კანდელაკი - წელიწადი მამაკაცის გარეშე”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით