რამ დააშოშმინა კოკოითი?
იმ ადგილზე, სადაც ადრე დიდი ლიახვის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი – თამარაშენი იყო, ორი დღის წინ, რუსული სამხედრო ქალაქი გაიხსნა.გაზიარება
[ლევან სეფისკვერაძე. 18:58 16-08-2010]

ამ ქალაქის მშენებლობა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, რუსი ოფიცრების 36 ოჯახს ბინების გასაღებები საზეიმო ვითარებაში უკვე გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ სამხედრ ბაზამდე და საერთოდ, ცხინვალამდე მისასვლელი სავტომობილო გზის შეკეთება კოკოითის არაღიარებულმა ხელისუფლებამ აიღო საკუთარ თავზე. კოკოითი ცხინვალში დარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარებსაც შეპირდა, მაგრამ არც გზისა და არც წყლის პრობლემა არ მოგვარებულა და როგორც ადგილობრივი ოსები ამბობენ, სამუშაოები ჯერ არც კი დაწყებულა.
რაც შეეხება ცხინვალთან ახლოს გახსნილ რუსულ სამხედრო ქალაქს, ქალაქი დაახლოებით 1500 რუსი ოფიცრის ოჯახზეა გათვლილი და სამუშაობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ დასასრულელებლია, თუმცა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჯერ არაშენებული ქალაქი დროზე ბევრად ადრე გაიხსნა და ეს ბუნებრივია რეიტინგდავარდნილი პუტინისა და მედვედევის პიარსაც ემსახურება.
მევლუდ ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “რუსები ძალიან ჰგვანან ჩვენს ხელისუფლებას დაუმთავრებელი შენობების ნაადრევად გახსნაში. რუსების სამხედრო ქალაქი ჯერ არ აშენებულა, მაგრამ 20 თუ 30 რუსულ ოჯახს ბინები მაინც დაურიგეს და ეს ყველაფერი ისე გამოჩნდა, თითქოს მართლა დიდი რაღაც გააკეთეს. განადგურებული თამარაშენის ადგილზე 30 სახლის აშენება ამათ დიდი ამბავი ჰგონიათ”.
ბოლო დროს ლიახვის ხეობაში შედარებითი სიწყნარეა. სროლებიც შეწყდა. სამაჩაბლოელები ამბობენ, რომ ეს სიმშვიდე მხოლოდ რუსეთში მომხდარი ხანძრებით არის განპირობებული. რუსეთში მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფებმა რუსეთს პროვოკაციების ხალისი მოუსპო და სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა.
გიორგი ჯავახიშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “რუსეთში რაც ხანძრები დაიწყო, იმის შემდეგ, ცხინვალიდან სროლები შეწყდა. რუსები და კოკოითის ხალხი ისეა დაწყნარებული, კაცი იფიქრებს, ამათზე მშვიდი და წყნარი ხალხი მეორე არ არისო. საკმარისია რუსეთში რაიმე თუნდაც პატარა პრობლემა შეიქმნას, რომ აქ ოსები ეგრევე ჩერდებიან და გასუსულები ელოდებიან, როგორ განვითარდება რუსეთში მოვლენები. ეს ბუნებრივიც არის, რადგან თავიდან ბოლომდე რუსებზე არიან დამოკიდებულები და მაგათ “მატუშკა რასიას” რამე რომ მოუვიდეს, პირველ რიგში სწორედ სეპარატისტებს შეექმნებათ პრობლემები.
ადგილობრივებს ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, ეს არის სარწყავი წყლის არქონა. ადრეც გითხარით, რომ კოკოითმა საბოლოოდ გადაგვიკეტა ზონკარის წყალსაცავიდან გამოსული სარწყავი წყალი და მთელი ქართული სოფლები თითქმის ბოლომდე გადაიხრუკა და გადაიწვა. ჩვენი ხელისუფლება კი შეგვპირდა ახალი წყალსაცავის აშენებას, მაგრამ ეგ წელს ალბათ ვერ მოესწრება და ზამთარში ხალხს თავის გასატანი საკვებიც კი შეიძლება არ ჰქონდეს”.
რუსეთი რამდენიმე ფრონტზე სიტუაციის გაკონტროლებას რომ ვერ ახერხებს ეს აშკარა ფაქტია და ამას არც რუსი პოლიტოლოგები მალავენ. და არა მხოლოდ რუსი პოლიტოლოგები... ოკუპანტი სამხედროებიც კი პუტინის ბოლოდროინდელი აგრესიული პოლიტიკის მიმართ, უარყოფითად არიან განწყობილნი.
დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი, სიმონ ბეზალაშვილი იხსენებს ერთ-ერთ რუს ჯარისკაცთან საუბარს, როდესაც ოკუპანტი საკუთარი ხელისუფლების მიმართ უარყოფითად იყო განწყობული და რუსეთში არსებული სიტუაციით საკმაოდ შეშინებულიც გახლდათ.
სიმონ ბეზალაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “რუს ჯარისკაცებს პროდუქტის მხრივ მომარაგების ამბავში საქმე კარგად რომ არა აქვთ ეს იმითაც ჩანს, რომ პირიოდულად რუსები ქართულ სოფლებში გადმოდიან და საკვებს ჩვენგან ყიდულობენ. ომის მერე, ცხინვალის ბაზარი დაიკეტა და ცხინვალის მოსახლეობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რუსეთი რა დახმარებას გადმოუგდებს.
ოსებს თითქმის არ ჩაუტარებიათ საგაზაფხულო და საზაფხულო სამუშაოები და თუ დახმარება არ ექნებათ, შიმშილით დაიხოცებიან. კარგ დღეში არც რუსები არიან და ამას ამბობენ კიდეც. ადრე ერთ-ერთ რუს ჯარისკაცს ველაპარაკე. თვითონ დაიწყო ლაპარაკი და მეც რატომ არ მოვუსმენდი? ყველას აგინებდა, ვინც ეს ომი დაიწყო და იმის შიში ჰქონდა, რომ მალე მის ბატალიონს ჩეჩნეთში წაიყვანდნენ”
presa.ge
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

0 Responses to “რამ დააშოშმინა კოკოითი?”: