.

NDI-ის კვლევების მიხედვით, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილზე მეტად მოსწონთ

NDI-ის კვლევების მიხედვით, პატრიარქის შემდეგ ყველაზე მეტად გიგი უგულავა მოსწონთ.  

 “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატს ამ კვლევების თანახმად, თავისი პარტიის ლიდერსა და ქვეყნის პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე მეტი რეიტინგი აქვს. 

 კვლევის თანახმად, რომელიც “ინტერპრესნიუსმა” მოიპოვა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოში ყველაზე მაღალი რეტინგი აქვს (90 პროცენტი). მას 30 პროცენტით ჩამორჩება გიგი უგულავა, რომელიც გამოკითხულთა 60 პროცენტს მოსწონს (არ მოსწონს 19 პროცენტს). 

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უგულავას 2 პროცენტით ჩამორჩება და გამოკითხულთა 58 პროცენტს მოსწონს, პრეზიდენტი არ მოსწონს 22 პროცენტს. 

 NDI-ის რეიტინგში სხვა ქულები და ადგილები ასეა განაწილებული: გიორგი თარგამაძე -57 პროცენტი, ინგა გრიგოლია – 46, სოზარ სუბარი – 42, ირაკლი ალასანია – 40, დავით ბაქრაძე – 37, შალვა ნათელაშვილი 31 და ა.შ. 

 აღნიშნული კვლევა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 11-26 აპრილს ჩაატარა. ამ პერიოდისთვის, საქართველოს მასშტაბით, 2 337 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა არჩევნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას ეხება.

0 Responses to “NDI-ის კვლევების მიხედვით, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილზე მეტად მოსწონთ”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით