ნინო ჯანგირაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა 7 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, სამწუხარო ინციდენტის შემდეგ პირადად იგი, მისი ოჯახი და მთლიანად ტელეკომპანია “კავკასია” მუდმივი შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტები გახდნენ ერთი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან.“კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ჯგუფი ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს შექმნილი ვითარება და მიიღოს რაც შეიძლება დიდი „მოგება“ კავკასიის შეურაცხყოფის ხარჯზე. ადამიანები, რომლებმაც დღემდე მედიის ყურადღება ვერ დაიმსახურეს, ბოლო ერთი კვირაა ყოველდღე ხვდებიან მედიის ობიექტივში. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ მიაგნეს კარგ საშუალებას, რათა დიდხანს დარჩნენ ტელეეკრანებზე და პრესის ფურცლებზე. ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ბრალდება და შეურაცხყოფა პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. თავიდან მათ ნაწილს ვუპასუხე კიდეც, რადგან მიმაჩნია, რომ საზოგადოება და ჩემი კოლეგები განმარტებებს იმსახურებენ. თუმცა, ამ ყველაფერმა მიიღო უწყეტი ნაკადის სახე. როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ დაუსრულებლად ვაპირებ თავის მართლებას, რაც მათ მომგებიან მდგომარეობაში აყენებს~,-ნათქვამია განცხადებაში.
ჯანგირაშვილი განმარტავს, რომ არ აპირებს პასუხი გასცეს არც ერთ ბრალდებას ამ ადამიანების მხრიდან. მისივე თქმით, ნათელი გახდა, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი მორალური ზღვარი, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ შექმნილ სიტუაციას, თამაშობენ დაპატიმრებული ადამიანების ბედით და ცდილობენ უფრო დაძაბონ ვითარება.
მისივე განცხადებით, მისთვის უმნიშვნელოვანესია, გამოძიება ჩატარდეს სამართლიანად და არც ერთი ადამიანი უდანაშაულოდ არ დაისაჯოს. "პირადად მე და ჩემი თანამშრომლები ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. თუმცა, ზემოხსენებული ჯგუფი წარსულშიც და დღესაც სწორედ თავისი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებისთვის იყენებს დაკავებულ ახალგაზრდებს, რომელთა ნაწილსაც შესაძლოა მართლაც გულწრფელად სჯერა, რომ მართლმადიდებლობას და სამშობლოს ემსახურება. ვწუხვარ, რომ გულწრფელი ახალგაზრდები გახდნენ იარაღი იმ ამორალური ადამიანების ხელში, რომელთათვისაც რელიგია და წმინდა ფასეულობები მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების და ფინანსების მოპოვების საშუალებაა. ერთ–ერთი ასეთი ადამიანი დღეს ცხინვალიდან გვიქადაგებს სამშობლოს სიყვარულს და მართლმადიდებლურ ფასეულობებს. ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც შეიძლება მოჰყვეს და მოჰყვა კიდეც ადამიანების რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას. ვაცხადებ, რომ არასოდეს არაფერზე გავქცევივარ პასუხისმგებლობას, თავს ანგარიშვალდებულად ვთვლი საზოგადოების და ჩემი კოლეგების წინაშე, თუმცა, გამოძიების დასრულებამდე აღარ ვაპირებ პასუხი გავცე ამორალურ ბრალდებებს, რათა უფრო არ დავამძიმო დაკავებული ადამიანების მდგომარეობა. ახლო მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნები თვითონ გამოიტანოს~,-ნათქვამია ნინო ჯანგირაშვილის განცხადებაში.
interpressnews
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...
0 Responses to “ნინო ჯანგირაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს”: