მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ,,Facebook"-ში რომელიმე პროფილი პრეზიდენტს ეკუთვნის
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ ,,Facebook" -ში საკმაოდ მომრავლდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროფილები, ეს აღნიშნული სოციალური ქსელის მომხარებელთა დაბნეულობას იწვევს, რაც გამოქვეყნებულ კომენტარებშიც იკითხება. საქართველოს პრეზიდენტის გვერდების რაოდენობა ,,Facebook"-ში ათს
უტოლდება. ერთ-ერთ მათგანზე, განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება -
პრეზიდენტის პროფილს ათასზე მეტი მეგობარი ჰყავს, „ფრენდები"
პრობლემატურ თემებზე, მაგალითად, სოციალურ საკითხებზე, უამრავ კითხვას
სვამენ, რაზეც საკმაოდ კვალიფიციურ პასუხებს ღებულობენ.
აღნიშნულ გვერდზე მითითებულია, რომ ამ სერვისით სარგებლობს როგორც
პრეზიდენტი, ასევე მისი ადმინისტრაცია, თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერი
მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გახსნილი არც ერთი
პროფილი პრეზიდენტის არ არის.
,,პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს ამ გვერდებთან", განუცხადა Media.Ge-ს მანანა მანჯგალაძემ.
Media.Ge შეეცადა დაკავშირებოდა ხსენებული გვერდების ავტორებს და
გაეგო, თუ რა მიზნით შექმნეს მათ მიხეილ სააკაშვილის ეს პროფილები, თუმცა პასუხი ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღო.
საგულისხმოა, რომ ,,Facebook"-ში გახსნილია მიხეილ სააკაშვილის ორი ფანგვერდიც, ერთ-ერთ მათგანს 3 ათასზე მეტი ფანი ჰყავს.

media.ge
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები
„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ
მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება
ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO
"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“
ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]
ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...
0 Responses to “მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ,,Facebook"-ში რომელიმე პროფილი პრეზიდენტს ეკუთვნის”: