.

ზვიად ქარდავა – მომავალი ვარსკვლავი

12.04.2010
ქართულმა კინომ, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაიბრუნა თავისი ადგილი მსოფლიო კინოსამყაროში. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა – როცა ევროპა და ამერიკა რენესანსს განიცდიდა, მაშინ საქართველო სამოქალაქო ომში იყო ჩართული. მსახიობები და რეჟისორები გადასაღები მოედნებიდან პირდაპირ რეალურ ბრძოლის სცენაზე აღმოჩდნენ. ომის შემდგემ ქვეყნის განვითარებას გარკვეული დრო დასჭირდა. სახელმწიფო ბიუჯეტი ნელ–ნელა ივსებოდა. დაიწყო ახალი გზა განვითარებისკენ. ტელეეთერით გამოჩნდნენ ახალი სახეები. მოვიდა ახალი თაობა და კინომ ნულიდან დაიწყო კვლავ აღმოცენება. თაობამ, რმელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ომის საშინელება, უფრო ადვილად შეირგო მებრძოლის და ჯარისკაცის როლი. მათ რიცხვში აღმოჩნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუენტი ზვიად ქარდავა. ახალგაზრდა მსახიობი პარალელურად სამსახიობო სტუდიაშიც სწავლობს. მისი დიდი მონდომებისა და ნიჭის წყალობით რეჟისორმა ოთარ მიქელაძემ თავის ახალ ფილმში თავარ როლზე დაამტკიცა. ზვიადი დღეს „ღია ბოქლომის“ სტუმარია.

– როგორ მოხვდით კინოში და რა პრინციპით მოხდა თქვენი დატკიცება მთავარ როლზე?
– უპირველესად მინდა მადლბა მოგიხადოთ, რომ ჩემით დაინტერესდით. რაც შეეხება როლს ეს შემთხვევითობა არ იყო. მივედი ქასტინგზე და რამდენიმე შესარჩევი ეტაპის შემდეგ დამამტკიცეს. ამ ფილმის გადაღება ძალიან დიხანს გაგრძელდა. სულ სამჯერ შეწყდა გადაღებები, მაგრამ ამჯერად საბედნიეროდ ყველა პრობლემა მოგვრებულია.

– თქვენი ფიზიკური მომხიბლელობის წყალობით ალბათ არაერთხელ შემოუთავაზებიათ მოდელობა.
– დიახ, გამოგიტყდებით, რომ ასეთი შემოთავაზება ბევრჯერ მქონია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მაგალითად მილანში და ბარსელონაში, მაგრამ თქვენ წაკითხული გექნებათ ჩემი ინტერვიუები, სადაც განვაცხადე, რომ ამაზე უარი ვთქვი. და საერთოდ, ვთვლი, რომ მოდელობა არამამაკაცურია და ამით არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ.

– სხვა მოწვევები თუ გაქვთ კინოში ან თეატრში?
–არის რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება. მათ შრის ამერიკულ–ქართული, გერმანულ–ქართული პროექტები, ადგილობრივი კინსტუდიები. მარჯანიშვილის თეატრმა შემომთავაზა თანამშრომლბა... ამ დროისათვის ფილმის გადაღებით ვარ დაკავებული და სხვა რამეზე ჯერ არ ვფიქრობ. დანარჩენი მომავლის საქმეა...

– ვიცი, რომ პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიასთან დიდი მეგობრობა გაკაშირებს.
– მართალია! ირაკლი ჩემი მეგობარია. მას ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან მას ისედაც კარგად იცნობს არა მატო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ის არის კეთილი, პატიოსანი, უღალატო ადამიანი. ვისაც მასთან თუნდაც წამიერი ურთიერთობა ჰქონია, ჩემს სიტყვებში დამეთანხმება.

–გვესაუბრეთ თქვენს თავზე, როგორი პიროვნება ხართ?
–ვარ თავმდაბალი ადამიანი და სხვაშიც იგივეს ვაფასებ, ვგმობ სიამაყეს. ადამიანში ადამიანობას ვაფასებ...

– მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე?
–მე ვარ სტუდენტი და ჯერ უნდა ვისწავლო. სამსახიბო სტუდიაში სწავლას მაისში მოვრჩები. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით რადგან წინასწარ ლაპარაკი არ მიყვას. სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რომელიც ყველა კინოსთან არის დაკავშირებული.
[მოამზადა ლია შამათავამ, ჟურნალი "ღია ბოქლომი"]

0 Responses to “ზვიად ქარდავა – მომავალი ვარსკვლავი”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით