.

ზუგდიდში სატანური სექტის წარმომადგენლები გააქტიურდნენ

სამეგრელოში არსებული განუკითხაობის ფონზე ზუგდიდში სატანური სექტის თეოსოფიის მომხრეები გააქტიურდნენ. მდიდრულად ჩაცმული და რუსულ ენაზე მოსაუბრე პიროვნებები, იეჰოვას მოწმეთა მსგავსად კარდაკარ დადიან და საზოგადოებას სულიერ ხსნას ჰპირდებიან.

რამოდენიმე დღის წინ ეს ადამიანები ჩემს საცხოვრებელ სახლსაც ესტუმრნენ. სარწმუნოებაზე საუბარი შემომთავაზეს - იეჰოვას მოწმეებად მივიჩნიე და დიალოგზე უარი განვუცხადე. ბლოს მათმა ფრთხილმა ტაქტიკამ ჩემი ყურადღება მიიპყრო თან ქრისტეზე და მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მოკრძალებით საუბრობდნენ. როდესაც სათქმელი ჩამოაყალიბეს და მეგობრობა შემომთავაზეს, შევეკითხე, ქრისტიანები ხართ თუ სხვა რომელიმე რელიგიას ემსახურებით მეთქი, პასუხმა გამაოგნა, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ – პატივს ვცემთ ქრისტეს და ელენა ბლავადსკაიასო. აქ კი ყველაფერი ნათელი გახდა. თითოეული ქრისტიანისთვის, რომელიც რელიგიაში ოდნავ მაინც არის ჩახედული ცნობილია რას წარმოადგენს ბლავადსკაია და მისი დაფუძნებული “თეოსოფიური საზოგადოება”.


სტუმრებს, რომლებიც აშკარად წარმოშობით კავკასიის რომელიმე ქვეყნიდან იყვნან, ვთხოვე მოეცათ მისამართლი სადაც მე, როგორც “გადაბირებული” რწმენაზე სასაუბროდ მივიდაოდი. სინამდვილეში ჟურნალისტური ინტერესი მამოძრავებდა. ახლადგაცნობილებს მისამართს არ ვაძლევთ, ჩვენ თვითონ მოგაკითხავთო – იყო პასუხი.
იმავე დღეს რამოდენიმე სასულიერო პირს გავესაუბე. ამ სატანისტურ რელიგიაზე ეკლესიურ სახელმძღვანელოებში ინფორმაცია მოვიძიე, რათა “ღია ბოქლომის” მკითხველისთვის ნათელი გახდეს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენენ თეოსოფები საქართველოსთვის.


“სამწუხაროდ, თეოსოფია საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ინტელექტუალთა წრეებში, რომელთაც ქრისტიანული სწავლება “დრომოჭმულად”, “ჩამორჩენილობად” მიაჩნიათ. ეს ცრუ სწავლება საგანმანათლებლო სისტემაშიც ფართოდაა შემოჭრილი და ახალგაზრდებსაც უმღვრევს გონებას.


იქნებ, გამოვფხიზლდეთ და უფრო გონივრულად მოვეკიდოთ იმ “პროგრესულ” იდეებსა და სწავლებებს, რომლებიც მხოლოდ ანგრევენ ჭეშმარიტ სულიერებას. როგორ? _ ეზიარეთ მართლმადიდებლობას და მიხვდებით...” - ამბობენ სასულიერო პირები.


სიტყვა “თეოსოფია” ნიშნავს “ღვთაებრივ სიბრძნეს”. ფილოსოფიების განსაზღვრებით, ესაა სწავლება, რომელიც მიისწრაფის მსოფლიოს რელიგიათა ერთიანობის გამოვლენისაკენ, რათა ჩამოაყალიბოს ისინი ერთ, უნივერსალურ, სისტემად. თეოსოფიას ქრისტე მაცხოვარი დაჰყავს უბრალო რელიგიური რეფორმატორის ხარისხამდე და მას უწოდებს სრულიად ბუნდოვანსა და ამორფულ სახელს _”განდობილი”.


თეოსოფიის დღევანდელი სახით არსებობა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა Eელენა ბლავატსკაიას “თეოსოფიური საზოგადოება”.


Eელენა ბლავატსკაია წარმოშობით გერმანელი იყო, დაიბადა 1831 წელს რუსეთის სამხედრო მოსამხახურის ოჯახში. როგორც ამბობენ, ბავშვობიდანვე ჰქონია საოცარი ფანტაზია _ თურმე სახელდახელოდ თხზავდა ზღაპრებსა და მოთხრობებს, ცხოვრობდა საკუთარი რომანტიკული ოცნებებით შეთხზულ სამყაროში. ელენე ბლავატსკაია ორჯერ იყო გათხოვილი: პირველად გენერალ ბლავატსკიზე (იგი 24 წლით უფროსი იყო ცოლზე), რომელსაც რამდენიმე თვეში გაექცა; მეორედ _ შვიდი წლით უმცროს ქართველზე, მიხეილ ბეთანელზე, მასაც მალე დაშორდა და ამის მერე დაიწყო დაუსრულებელი მოგზაურობა _ ცხოვრობდა ინდოეთში, მოიარა ტიბეტი და ჰიმალაები. ელენე ბლავატსკაიამ ოკულტიზმზე დაწერა წიგნები: “საიდუმლო დოქტრინა”, “მხილებული იზიდა” და სხვა. ამ წიგნებში ავტორი აღმოსავლური და ევროპული ოკულტიზმის სფეროში მიღებულ ერუდიციას ამჟღავნებს.


ელენე ბლავატსკაიას აბსტრაქტულ საგნებზე წარმტაცი საუბარი შეეძლო, იგი ცხოვრების ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მუდმივი კავშირი ჰქონდა ტიბეტელ მაჰათმებთან, რომელთაგანაც ღებულობდა ბრძანებებს, პასუხებს შეკითხვებზე. თეოსოფიური სწავლება ელენე ბლავატსკაიას მიაჩნდა ტიბეტის მთებში მცხოვრები გურუების ნების აღმსულებლად. ოკულტური მოღვაწეობა მან დაიწყო მიცვალებულთა (სინამდვილეში: ეშმაკების) მედიუმის რანგში და დაასრულა როგორც ტიბეტელი ლამების მედიუმმა. ელენე ბლავატსკაიას რელიგიური ოკულტიზმის მიღმა დგას სატანური ძალების დამანგრეველი შავი ენერგია.


ელენე ბლავატსკაიას და მის მიმდევრებს ქრისტიანული ტრადიციისათვის ანგარიშის გაწევა უწევდათ ქრისტიანულ რეგიონებში, რის გამოც თეოსოფები იძულებული იყვნენ, შეენიღბათ თავიანთი ანტიქრისტიანული იდეები - მათ მხოლოდ თანამოაზრეთა ვიწრო წრეში გამოთქვამდნენ. ხალხთან ურთიერთობაში ისინი იყენებდნენ ცნობიერების დამმუშავებელ გააზრებულ სისტემას; “თეოსოფიურ საზოგადოებაში” ახალშესულებს უამბობდნენ რაღაც ღრმა, “უვიცებისთვის” მიუწვდომელ “საიდუმლო ქრისტიანობაზე”. ქრისტეს ისინი ალეგორიულად განმარტავდნენ: ჯვარცმა ერთგვარი ფსიქოლოგიური დრამააო, აღდგომა კი ადამიანის სულში მიმდინარე შინაგანი მოქმედება. თეოსოფიის მიხედვით, ისტორიული ქრისტეს ადგილს უპიროვნო ქრისტე იკავებს.


მოგვიანებით თეოსოფები ქრისტიანობას უფრო თავხედურად, მაგრამ მაინც ფრთხილად იხსენიებენ, რათა მსხვერპლი არ დააფრთხონ მანამ, სანამ იგი მთლიანად არ მოექცევა თეოსოფიის იდუმალი გავლენის ქვეშ. თეოსოფები აცხადებენ, რომ ყოველ ერსა და ეპოქას თავისი მაცხოვარი ჰყავს – იესო ქრისტე უტოლდება ბუდას, ზოროასტრს, მუჰამედს, ინდოელ თუ ჩინელ მაჰათმებს.


ქრისტიანობის გადააზრიანების გარდა, თეოსოფები ითვისებენ აღმოსავლურ მაგიას, იოგასა და ოკულტიზმის პრაქტიკულ ხერხებს, რომელთაც ადამიანი შეჰყავთ დემონური ძალების ზემოქმედების ველში, რის გამოც ინგრევა ადამიანის ფსიქიკა. ასეთი ადამიანი შინაგანად განუდგება ქრისტიანობას, თუნდაც, რომ გარეგნულად ქრისტიანად თვლიდეს თავს.


თეოსოფები თავიანთ მოწაფეებს ჩააგონებენ, რომ ქრისტე მესია კი არ არის, არამედ “განდობილი”, რომლის მსგავსად გახდომაც ყველა ადამიანს შეუძლია გარკვეული სულიერი დონის მიღწევის გზით. ახალმოქცეულთა ყურადღებას შემდეგ მიმართავენ თეოსოოფიის დევიზისაკენ: “ჭეშმარიტება რელიგიაზე მაღლა დგას” ამ დევიზის მიზანია ორი ცნების _ რელიგიისა და ჭეშმარიტების _ გათიშვა, ქრისტიანობაში ეს ორი ცნება ერთი და იგივეა. ე.ი თეოსოფიის მიხედვით რელიგია _ ისინი აშკარად ქრისტიანობას გულისხმობენ _ ჭეშმარიტებაზე უფრო მაღლა დგას. ელენე ბლავატსკაია თავის მეგობრებსა და უახლოეს თანამოაზრეებს სწორედ ქრისტიანობის განადგურებას უსახავდა მიზნად. იგი ამბობდა: “სწორედ ქრისტიანობის ღმერთია ნამდვილი სატანა” (ჯვარი აქაურობას რ.დ.).


როგორც ზემოთქმულიდან უკვე ჩანს, თეოსოფია წარმოადგენს ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) ანტიპოდს, სადაც ღმერთის წარმოჩენა სურთ დემონის სახით, დემონებს კი ისე ემსახურებიან, როგორც ღმერთებს.


თეოსოფია დღესაც პოპულარულია (უფრო მეტად, ვიდრე ელენე ბლავატსკაიას დროს და დღეს მისი დასაყრდენია საყოველთაო ურწმუნოების მშფოთვარე სული.


ინდოეთში, მადრასის გარეუბანში, აღმართულია თეოსოფიური ტაძარი, რომლის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა სწორედ ელენე ბლავატსკაიას უზარმაზარი ქანდაკებაა. კერპი ტახტის მსგავს სავარძელში ზის, მის ფეხებთან კი მუდამ დევს ცოცხალი ყვავილების გროვა.


რამდენიმე წლის წინ “იუნესკომ” გამოაცხადა “ბლავატსკაიას წელიწადი” - თანამედროვე “ლიბერალებმა” და “ჰუმანისტებმა” ასე გამოხატეს თავიანთი მადლიერება ლუციფერის (სატანის) თაყვანისმცემლებისადმი; ვატიკანის დაქვემდებარებაში მყოფმა ერთ-ერთმა გამომცემლობამ კი დაბეჭდა “საიდუმლო დოქტრინა”, რომელსაც თეოსოფები ოკულტიზმის ენციკლოპედიად მიიჩნევენ.


თეოსოფიის განსაკუთრებული საფრთხე იმაშია, რომ იგი ქადაგებს სიცრუისა და ჭეშმარიტების ერთიანობას (სახარება კი გვასწავლის: რა აქვთ საერთო ქრისტესა და ბელიერს? ‘ვერ ხელეწიფება მსახურს ორი ბატონის მსახურება - ან ერთს ატყუებს, ან მეორეს), მსოფლიო რელიგიათა ერთ რელიგიად შერწყმასა და მის დამკვიდრებას (რასაც ძალიან ესწრაფვიან დღევანდელი გლობალისტებიც).


[ილია ჩაჩიბა]

0 Responses to “ზუგდიდში სატანური სექტის წარმომადგენლები გააქტიურდნენ”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით