.

საქართველოს ანტი–რეიტინგული ნახტომები

საქართველოს “რეიტინგული დღეები” უდგას, უფრო სწორად ანტირეიტინგული. მართალია, ბოლო ხანს რამდენიმე რეიტინგში ვართ მოხსენიებული, მაგრამ საამაყო არაფერი გვაქვს. ყველა თვალსაზრისით უკუსვლა აშკარაა.

ბოლო მონაცემებით გაირკვა, რომ მსოფლიოს 109 ქვეყანაში საგადასახადო სისტემა უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში, თუმცა 71 ქვეყანაში იგი კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ჩვენთან.


ასეთ მონაცემები გამოქვეყნებულია PRICE WATER HOUSE COOPERS-სა და მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიში PAYING TAXES 2009, რომელშიც ასახულია გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია მსოფლიოს 181 ქვეყანაში. კვლევის მიხედვით, შეფასდა როგორც გადასახადების რაოდენობა და მოცულობა, ასევე გადასახდელად საჭირო დრო.

ქვეყნის საგადასახადო სისტემის შესაფასებლად PWC-მა გამოიყენა ეკონომიკური მოდელი კომპანიისა, რომელიც აწარმოებს და ყიდის ყვავილის ქოთნებს.

საქართველოში ასეთი ფირმა 30 სახის გადასახადს იხდის. მათი საერთო რაოდენობა კომერციული მოგების 38,6%-ს შეადგენს. ამ გადასახადების გასაფორმებლად და გადასახდელად წელიწადში სამუშაო დროის 387 საათი, ანუ 48 სამუშაო დღე, იხარჯება.

ამ მაჩვენებლებით საქართველო 110-ე ადგილზეა, თუმცა 2007 წელს 8 პოზიციით უფრო მაღლა იყო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში სხვა ქვეყნებმა დაბეგვრის სისტემა გაამარტივეს. 

რეიტინგში საქართველოზე წინ არის ისეთი არასტაბილური ქვეყნები, როგორიცაა ტანზანია, გაბონი, მონღოლეთი, ავღანეთი და ერაყი. სამაგიეროდ, ვუსწრებთ უნგრეთს, იაპონიას, ჩეხეთს, იტალიას და რუსეთს. 

ამ რეიტინგის პირველ ათეულში, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სახელმწიფოები არიან. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: მალდივი, ყატარი, ჰონგ კონგი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და სინგაპური, ხოლო ჩამონათვალის ბოლოს უკრაინა და ბელორუსია მოხვდნენ, რომელთაც 180 ქვეყანას შორის ყველაზე უარყოფითი შეფასება მიიღეს.

კიდევ უფრო უკან ვიმყოფებით მსოფლიოს ყველაზე მშვიდ ქვეყანათა რეიტინგში, რომელსაც ახალი ზელანდია ლიდერობს. აქ საქართველო 133 ქვეყნის შემდეგ არის მოხსენიებული. ჩვენ ჩამონათვალში ზიმბაბვესთან ერთად 134-ე პოზიციაზე ვართ და სანუგეშოდ ისღა გვრჩება, რომ რუსეთს აქაც ვუსწრებთ. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი 136 ადგილზე, ჩვენს შემდეგ იმყოფება.

THE EPOCH TIMES-ის რეიტინგის მიხედვით, მშვიდობის მოყვარულ ქვეყანათა შორის პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, მეორე ადგილს - დანია, მესამეს - ნორვეგია, მეოთხეს კი - ისლანდია. 

შემდეგ ადგილებს ავსტრია და შვედეთი ინაწილებენ. ახალი ზელანდიის ახლო მეზობელი ავსტრალია რეიტინგში 19-ე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი - 35-ზე, აშშ კი - 83-ზე.

რეიტინგში სულ 144 ქვეყანაა შესული. მშვიდობის მოყვარულ ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზე ერაყია, რომლის წინა ადგილებს ავღანეთი, სომალი, ისრაელი, სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩადი და პაკისტანი იკავებენ. 

პარიზში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” კი ის მონაცემი გამოაქვეყნა, რომელიც სიტყვის თავისუფლების კუთხით აჯგუფებს ქვეყნებს. ამ მხრივ საქართველო კვლავ ასეულს მიღმა იმყოფება და 180 ქვეყნიდან 120-ე ადგილზეა. 

შეიძლება ითქვას, საქართველო ”უკუსვლის” უდავო ლიდერია. 2007 წელთან შედარებით, ჩვენ არც მეტი არც ნაკლები, 54 პოზიციით დავიხიეთ უკან. ამ თვალსაზრისით მხოლოდ მავრიტანია გვისწრებს, რომელმაც 55 საფეხურით გადაინაცვლა უკანა რიგებში. 

პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველოზე უკან აღმოჩნდა მხოლოდ ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და თურქმენეთი. 

საერთო რეიტინგში პირველი სამი ადგილი კი ისლანდიამ, ლუქსემბურგმა და ნორვეგიამ დაიკავა.


[დავით კირვალიძე presa.ge]

0 Responses to “საქართველოს ანტი–რეიტინგული ნახტომები”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით