"ის, რაც სამეგრელოსა და კახეთში ჩატარდა, არჩევნები არ იყო"

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის აღამსრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, რომლის ორგანიზაციის დამკვირვებლები 30 მაისის არჩევნებს კახეთის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში და სამეგრელოში აკვირდებოდნენ, ის, რაც ამ რეგიონში ჩატარდა, არჩევნები არ იყო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღეს ჟურნალისტებს დაკვირვების შედეგები გააცნო და მის ხელთ არსებული დარღვევების დამადასტურებელი ვიდეომასალა წარუდგინა. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ კახეთის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში და სამეგრელოს რეგიონში საარჩევნო უბნებზე და მათ მიმდენარე ტერიტორიაზე ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე უნიფორმაში გამოწყობილი ძალოვანები პატრულირებდნენ. გარდა ამისა, ნანუაშვილის თქმით, უბნებზე დაფიქსირდნენ ამოუცნობი პირები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებოდნენ უშუალოდ უბნის ტერიტორიაზე და კონტაქტში შედიოდნენ კომისიის წებრებთან.
დაფიქსირდა ასევე ხმის მიცემის და დათვლის პროცედურული დარღვევები, ტექნიკური პრობლემები, რომელიც მარკირების აპარატს უკავშირდებოდა. ამასთან, იყო შემთხევები, როცა არჩევნებში სხვის მაგივრად არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ, რომლებიც უბნებზე სხვა პირების პირადობის მოწმობებით მიდიოდნენ - აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
განსაკუთრებული ყურადღება კი მან აზერბაიჯანულენოვან სოფლებში დაფიქსირებულ იმ უხეშ დარღვევაზე გაამახვილა, რომლის დროსაც აზერბაიჯანელებს მათ ენაზე 5 ნომრის შემოხაზვაზე მიუთითებდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი ცენტალური საარჩევნო კომისიისგან მის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
“პირWელი“
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...
0 Responses to “"ის, რაც სამეგრელოსა და კახეთში ჩატარდა, არჩევნები არ იყო"”: