რელიგიური ექსტრემიზმის სამსახურში
[ავტორი: ნინო ბექიშვილი]თანამედროვე სახელმწიფო, უპირველესად, სეკულარიზმის პრინციპს ეფუძნება - ეკლესია და საერო ხელისუფლება ერთმანეთსგან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული და გაყოფილი. ამ ორი ძალაუფლების გაყოფა ერთი მხრივ, აღმსარებლობის თავისუფლების, მეორე მხრივ კი - ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიაა. ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში ასეა (ეს, ცხადია, არ გამორიცხავს ეკლესიის მონაწილეობას სოციალურ და კულტურის სფეროებში). კონსტიტუციის მიხედვით, ასე უნდა იყოს საქართველოშიც.
დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ აღიარებს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ძალაუფლებისთვის იბრძვის და საერო საქმეებში შეჭრას ხან პირდაპირ, ხანაც ირიბად ცდილობს. ამ ბრძოლაში მას მთელი პოლიტიკური სპექტრი ეხმარება - ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ახსენებს ხალხს იმის შესახებ, რომ ”ეკლესიებს ანგრევენ” და ”რწმენას გვირყვნიან” და ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციის ბრალდებებს ვერაფერს პასუხობს და იძულებულია თვალი დახუჭოს ეკლესიის იმ ქმედებებზე, რომლებიც წესით მიუღებელი უნდა იყოს სეკულარულ სახელმწიფოში. ამგვარი ფაქტები მრავლადაა: ხელისუფლება არც მალავს, რომ სომხური და კათოლიკური ეკლესიებისთვის მათი კუთვნილი ტაძრების გადაცემა სწორედ საპატრიარქოს ზეწოლის გამო არ ხერხდება; ორი წლის წინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული აგვისტოს ომის შოკიდან, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ქვეყნაში მმართველობის ტიპის შეცვლაზე ალაპარაკდა და შეეცადა მონარქიის აღდგენისთვის ჩაეყარა საფუძველი. სამების ტაძარში პომპეზური ქორწილი გადაიხადეს, უამრავი ფულიც დახარჯეს, მაგრამ პატრიარქის მიერ ნაკურთხი ქორწინება უდღეური აღმოჩნდა და მონარქიაზე საუბარი მალევე შეწყდა. ქორწილში ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან, თუმცა, ნაციონალური მოძრაობის არც ერთ წევრს საჯაროდ არ უთქვამს, რომ სახელმწიფოს მოწყობა ის საკითხია, რაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და სადაც ეკლესია არ უნდა ერეოდეს. ცხადია, არაფერი უთქვამთ ოპოზიციური პარტიების წევრებსაც. მაშინ პოლიტიკოსთაგან ვერავინ გაბედა ხმამაღლა ესაუბრა ამ იდეის აბსურდულობაზე ან იმაზე, რომ როცა ქვეყანაში ამდენი ჯერ კიდევ დაუბინავებელი დევნილია, ცოტა უხერხულია უამრავი ფულის მდიდრულ ქორწილში გადაყრა.
წერილმა, რომლითაც საქართველოს საპატრიარქომ 2008 წელს კულტურის სამინისტროსა და თურქეთის მხარეს შორის უკვე გამზადებული ხელშეკრულება ჩაშალა, მხოლოდ დღეს იხილა დღის სინათლე. ხელშეკრულების მიხედვით ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის ძეგლები ქართველებს უნდა აღდეგინათ, საქართველოში რამდენიმე მეჩეთი კი - თურქებს. ორი წელი არ ვიცოდით, რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები. არ ვიცოდით მარტივი მიზეზის გამო - ხელისუფლება მოერიდა სიმართლის გამხელას და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების აღდგენა გაურკვეველი ვადით გადადო. მოკლედ, საპატრიარქოს კეთილგანწყობის დაკარგვისა შეეშინდა.
უკანასკნელი წლების სოციოლოგიური კვლევების მიხედვით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ქვეყანაში საზოგადოების ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს. ბოლო, ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული NDI -ის კვლევაც ამას ადასტურებს. ილია II-ს ქვეყნის მოსახელეობის 87% უცხადებს ნდობას. ცხადია, ხელისუფლება პატრიარქის დიდი რეიტინგის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ამიტომაც, იმ კანონდარღვევებზეც ხუჭავს თვალს, რომელიც ეკლესიის პირდაპირი თუ ირიბი თანხმობით ხდება.
ქართული საზოგადობა ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა საბჭოთა გავლენებისგან და ისევ ბელადებს ეძებს. საბჭოთა ადამიანს სისტემამ ყველაზე მთავარი, პასუხისმგებლობის გრძნობა წაართვა. ახლაც, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ურჩევნია გადაწყვეტილებები მათ მაგივრად სხვამ მიიღოს. ის კი, ვინც უზენაესის, ანუ ღმერთის ლეგიტიმაციით სარგებლობს, სავარაუდოდ, არ შეცდება. ამგვარი განწყობების გაძლიერებას ისიც უწყობს ხელს, რომ ქვეყანაში ჯერეჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ის ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიის არსებობას უზრუნველყოფს - პარლამენტი სუსტია, სასამართლოს მოსახლეობის უმეტესობა არ ენდობა, არც მედია-მფლობელების ვინაობა ვიცით, ტელემედიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი პროპაგანდადაა იქცა ხელისუფლების ხელში. ხოლო სახელმწიფო, რომელიც მუდმივად არღვევს ადამიანის უფლებებს (ამ დარღვევების შესახებ არა მხოლოდ სახალხო დამცველი და ადგილობრივი არასმათავრობეოები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც წერს), ვერაფერს უპირისპირებს ეკლესიის ავტორიტეტს და ამ ავტორიტეტს ამოფარებულ ოპოზიციის რიტორიკას - საკუთარ ტყავს უფრთხილდება.
ამას გარდა, ქვეყანაში რამდენიმე სასულიერო პირის წაქეზებითა და სულიერი წინამძღოლობით უკვე კარგა ხანია რელიგიური ექსტრემისტები მოქმედებენ. მამა დავით ისაკაძე, რომელიც ამასწინათ პატრიარქმა გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და კიდევ რამდენიმე მისი კოლეგა ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრების სულიერი მოძღვრები არიან და აქციებზეც მათთან ერთად ჩნდებიან.
2010 წლის 10 მაისმდე, სანამ მალხაზ გულაშვილის ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” და ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებმა ტელეკომპანია ”კავკასია” არ დაარბიეს, სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები ისე იქცეოდნენ, თითქოს რელიგიური ექსტრემისტები ქვეყანაში არ არსებობდნენ. სამართალდამცავთა ამგვარმა ქმედებამ, ცხადია, ხელი შეუწყო დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას. სამართალდამცავებმა აგრესიული ახალგაზრდების მიერ ჰელოუინის დარბევა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში დისკუსიის და ილიას უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციის ჩაშლა, უბრალოდ, არ შემიჩნიეს - ამ კანონდარღვევებისთვის პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. სამაგიეროდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს ილია მეორის შესახებ ინტერნეტში განთავსებული უხამსი ვიდეორგოლების დამზადებაში ეჭვმიტანილი ორი ახალგაზრდა, რომლებიც საზოგადოების ზეწოლის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. მათი დაკავებით საქართველოს პროკურატურა უბრალოდ შეეცადა ეკლესიისთვის საკუთარი კეთილგანწყობა გამოეხატა, ხოლო საზოგადოებისთვის დაენახებინა, რომ ოპოზიციაზე ნაკლებად არ შეტკივა გული საქართველოს პატრიარქზე.
4 მაისს ილიას უნივერსიტეტის წინ დაახლოებით იგივე რამ მოხდა, რაც ტელევიზიასთან. ცემეს ადამიანებს, დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც სრულიად კანონიერად მართავდნენ აქციას. პოლიცია მაშინ მხოლოდ გამშველებლის როლს ასრულებდა. ერთ-ერთ ვიდეოზე კარგად ჩანს, როგორ ემშვიდობებიან იქ მყოფი სასულიერო პირები პოლიციის თანამშრომლებს, მათ შორის სული ჰარმონიაა. ჩვენ სხვანაირი პოლიციაც გვახსოვს, გვახსოვს, შარშან 15 ივნისს პოლიციამ როგორ დაარბია, სცემა და დააპატიმრა სრულიად მშვიდობიანად შეკრებილი მოქალქეები, როგორ გაუსწორდა სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და ჟურნალისტებს. ასევე, სრულიად უკანონოდ როგორ დააკავა რუსთავლეზე სამი მომიტინგე, თითქოს ამ სამი ადამიანის მშვიდობიანი პროტესტი საფრთხეს უქმნიდა ვინმეს.
ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომლები ამბობენ, რომ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სანამ ტელევიზიასთან პოლიციის უფროსი არ მოვიდა და ბრძანება არ გასცა, პოლიცია მხოლოდ აშვლებდა მოჩხუბრებს და არავინ დაუკავებია. ნუთუ პოლიცილმა, როდესაც ის კანონდარღვევას ხედავს, დამნაშავე ვერ უნდა დააკავოს და ზემდგომის ბრძანებას უნდა ელოდოს? თუმცა, რა ვიცით, ეგებ პოლიციელიც იმ სასულიერო პირების მიერაა დამოძღვრილი, ჰგონია, რომ ღვთის სახელით კანონის დარღვევა და ჩხუბიც დასაშვებია და ადეკვატურად მხოლოდ ბრძანების შემდეგ მოქმედებს?
ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საკუთარი სიჩუმით ხელი შეუწყო ეკლესიის საერო საქმეებში ჩრევას, ხოლო უმოქმედობითა და წაყრუებით - რელიგიურ ექტრემიზმის გაძლიერებას.

"ლიბერალი"
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...
0 Responses to “რელიგიური ექსტრემიზმის სამსახურში”: