„არჩევნებისთვის მზა მითი-მიშა მეგრელთა დავითი!“
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
იმ რეპორტაჟის მიხედვით, რაც თითქმის მთელმა მსოფლიომ ტელეეკრანებზე იხილა, ჭანტურიას თავი „ზღაპარში“ ჰგონია „რა“, „ასეთი რამ თუ მოხდებოდა ნაღდად, ხომ ვერავინ წარმოიდგენდა რა?“ ამ ფრაზების შემდეგ კადრში ისმის მასპინძლის ხმა: „წარმოუდგენელი იყო, რომ ამ მოკლე პერიოდში მოესწრებოდა და გაკეთდებოდა ეს. ნაღდად, დავით აღმაშენებელი ხართ, ბატონო პრეზიდენტო!“ სატელევიზიო გამოცდილების მქონე ჟუნალისტი კი არა, დაკვირვებული თვალ-ყურიც ადვილად მიხვდებოდა იმას, რომ ეს წინადადება მონტაჟის შედეგად „ჩაკვეხებული“ იყო იმ დიალოგში, რომელსაც პრეზიდენტის პირადი ოპერატორი „ექსკლუზიურად“ იწერდა, რადგან ხმის დიაპაზონი აშკარად განსხვავდება მომდევნო ფრაზებისგან...
საიტერესოა, ამ „სპეცინტერვიუს შექმნის“ დეტალებიც. აშკარა იყო, რომ პრეზიდენტის „პიარსამსახური“ სააკაშვილის ხიდზე მისვლისთანავე ბრინჯივით დაიბნა, რადგან ქვეყნის პირველმა პირმა წითელ ბალიშზე ლენტის გასაჭრელად განლაგებული მაკრატლები გოგონას უკან მიაჩეჩა და ავტომანქანის საჭეს თავად მიუჯდა. დაუგეგმავმა სცენარმა მოვლენათა განვითარება რამდენიმე წუთით შეაფერხა. სააკაშვილის მანქანაში ამ დროს გელა ჭანტურიასთან ერთად ათიოდე წლის თამარ გამისონიაც ჩასვეს, მაგრამ კადრში აღარ გამოუჩენიათ მესამე მგზავრი, ხანდაზმული მამაკაცი. როგორც ამბობდნენ, იგი გალის რაიონში მცხოვრები ქართველი იყო, რომელიც უკან დაბრუნებულზე მოსალოდნელ პრობლემებს მოარიდესო...
მიხეილ სააკაშვილმა ანაკლია უკომენტაროდ დატოვა. მისი მოპოვება ვერც იმ „სამთავრობო“ ტელევიზიების ჟურნალისტებმა მოახერხეს, რომლებიც მის დაბრუნებას ხიდის ერთ ბოლოში ელოდებოდნენ. „პრესა. გე“-მ კი „საზეიმო“ ვითარებაში რამდენიმე კადრი გადაიღო და ანაკლიის ის მოსახლეობა ჩაწერა, რომელიც პრეზიდენტს „მიშა, მიშას!“ სკანდირებითა და ხვევნა-კოცნით თავბრუს ახვევდა. ქოლგის ჩრდილს ამოფარებული ქალბატონები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ხიდი სოხუმში კი არა სოჭამდე მიიყვანდა, ადგილობრივმა ძალოვანებმა მოგვიანებით, „პრესა.გე“-ს წინააღმდეგ „დაგეშეს“. თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, „ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი „განსაცდელისაგან“ შსს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იხსნა და „დამსწრეებს“ დამოუკიდებელი ჟურნალისტის მიმართ თავის დანებება ურჩია.
წარსულში „ზვიადისტი“, ახლა კი „მიშისტი“ ქალბატონები პოლიტიკურ განცხადებებს კამერის გარეშეც აკეთებდნენ და „მიშას ნაღვაწით“ დაუნახავ ოპოზიციას დაბრმავებულ და დაყრუებულ მასად მოიხსენიებდნენ.
დიდი მცდელობის მიუხედავად „პრესა.გე“-მ ანაკლია-განმუხურის საზღვართან განსხვავებული მოსაზრებები ვერ მოისმინა. სამაგიეროდ, სოფლის ორღობეში ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ინტერვიუ ჩაწერა. მართალია, ვინაობის არ გამხელის პირობით, მაგრამ დიდი გულწრფელობით: „თქვენ გგონიათ ამ ტაშ-ფანდურს მიშას სიყვარულით მართავენ?! ხალხი მართლა ბრმაა. ამათ იმის ეშინიათ, მიშა გზას არ გაგვიკეთებს და შუქს არ მოგვცემსო, მაგრამ ის დენიც აფხაზეთიდან რომ შემოდის და ჩვენგან აკრეფილი ფული აფხაზის ჯიბეში რომ ჩადის, არ იცის ვითომ მიშამ? აფხაზები და რუსები რომ შემოგვესივნენ 2008-ში და გაგვძარცვეს, ამათი სამალავი ვერსად მოიძებნა. ეს ქობალიას რწმუნებული, ჯონი მიშველია, ახლა რომ გაიძახის ხმა „ნაციონალებს“ მიეცით თორემ აქ არ დაგაყენებთო, სად იმალებოდა ნეტავი ინტერვენციის დროს? გასაძევებელი და დასაჭერი ისაა, ხალხს რომ მუქარით არ ასვენებს.
ომის მერე კომპენსაცია რომ გამოგვიყო მსოფლიო ბანკმა თუ ვიღაცამ, ყველას რატომ არ მისცეს? თავისიანებს დაურიგეს და თვითონ ჩაიჯიბეს. აქცია გავმართეთ ხიდთან და ჟურნალისტები არ გაგვაკარეს. სანამდე დამალავენ ამ ყველაფერს?! ვისაც ბუნგალო აქვს სანაპიროზე, ის დაკანკალებს „ნაცმოძრაობას“, ვაითუ გაგვინაწყენდნენ და წაგვართვანო. ფულია ამათთვის მთავარი, ვერა და ვერ გაძღნენ...“
სააკაშვილმა ხიდთან ერთად ანაკლიაში იმ დღეს „პატრიოტთა ბანაკიც“ საზეიმოდ გახსნა. „ცერემონიალზე“ დასწრების პატივი, როგორც ჩანს, მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს ჰქონდათ. ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად „სამთავრობო“ კადრებში შიდა ქართლის გუბერნატორი, „მარად ახალგაზრდა პატრიოტი“ ლადო ვარძელაშვილი ჩანდა...
ანაკლია-განმუხურში მალე ალბათ მიხეილ სააკაშვილის „გმირობანზე“ ლექსებსაც დაწერენ და სიმღერასაც მიუძღვნიან. „ნაღდად“, არ არის გამორიცხული ვინმეს მისი წმინდანად შერაცხვის სურვილიც კი გაუჩნდეს.
სანამ მეგრულ-ხალხური ზეპირსიტყვიერება თავის სათქმელს იტყვის, მანამდე „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ აღმაშენებლის სადარ პრეზიდენტს ერთი „მოკრძალებული“ ფრაზა მიუძღვნა: „არჩევნებისთვის მზა მითი-მიშა მეგრელთა დავითი!“
presa.ge
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...
0 Responses to “„არჩევნებისთვის მზა მითი-მიშა მეგრელთა დავითი!“”: