.

მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს [video]

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ ამგვარი თავდასხმები და ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია. პრეზიდენტის პოზიცია დღეს ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ გააცნო.

“პრეზიდენტმა გუშინვე გასცა მითითება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველა დეტალი ბოლომდე დაადგინონ, გამოავლინონ ყველა ის პირი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმაში, ტელეკომპანიის დარბევაშია დამნაშავე და ყველა მათგანი დაისაჯოს”, – აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონსტიტუციის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია; ამასთან, პრეზიდენტი გმობს თავდასხმას და ექსტრემიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.

“ნამდვილი დემოკრატია მხოლოდ კანონის პატივისცემის პირობებშია შესაძლებელი”, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში წიგნის – “საიდუმლო სირობის” შესახებ გამართული დებატები წუხელ ჩხუბში გადაიზარდა. გადაცემის მონაწილეებს, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “სახალხო მართლმადიდებელ მოძრაობის” წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელ დავით აქუბარდიას და “კავკასიის” სხვა თანამშრომლებსაც.

ტელეკომპანია “კავკასიაში” მობილიზებული იყო პოლიცია. დაკავებულია 8 ადამიანი.


0 Responses to “მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებზე თავდასხმად აფასებს [video]”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით