.

კობა დავითაშვილი 26 მაისამდე ზვიად ძიძიგურის დაპატიმრებას არ გამორიცხავს

“ხალხის პარტიის” თავმჯდომარე კობა დავითაშვილი 26 მაისამდე “კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის დაპატიმრებას არ გამორიცხავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დავითაშვილმა განაცხადა, გუშინ მას ზვიად ძიძიგურის მეგობრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ უკვე რამდენიმე დღეა, მათ მიმართ პოლიციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ ჩვენება ძიძიგურის წინააღმდეგ მისცენ. “როგორც ჩანს, საუბარია ძიძიგურის 26 მაისამდე დაპატიმრებაზე. ხელისუფლერბამ 26 მაისს დაგეგმილი აქციის შიშით გონი დაკარგა. მოვუწოდებ საზოგადოებას, დავდგეთ ერთად და კიდევ ერთი პოლიტპატიმარი არ დავუშვათ”, – აღნიშნა დავითაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, “თუკი ძიძიგურის მეზობლებზე კიდევ ერთხელ განხორციელდება ზეწოლა, არ არის გამორიცხული, მათ ჩვენება მის წინააღმდეგ მისცენ და თქვან, რომ ოპოზიციონერმა ლიდერმა არა ჰაერში, არამედ პირდაპირ ხალხს ესროლა”. შეგახსენებთ, რომ საუბარია რამდენიმე დღის წინ ძიძიგურის სახლთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ძიძიგურმა რამდენჯერმე გაისროლა. მომხდართან დაკავშირებით საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
[წყარო: "პირWელი"

0 Responses to “კობა დავითაშვილი 26 მაისამდე ზვიად ძიძიგურის დაპატიმრებას არ გამორიცხავს”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით